საუბარია დაწესებულების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, 4 მარტიდან რესტორანი ექვს ჩეხ ტურისტს მასპინძლოვბდა, საიდანაც სამს კორონავირუსი აღმოაჩნდა,
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.
"ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან ჩვენს კლინიკაში. არ არის ეს სწორი ინფორმაცია, რადგან ყველა დადასუტურებული შემთხვევები მოდის ჩვენს ცენტრში ძირითადად. თუმცა, თქვენ იცით, რომ გამოცხადდა და რამდენიმე დაწესებულება იქნება მიმღები „კოვიდ 19“-ისთვის. 28 პაციენტი არის ჩვენთან და 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში. მათ შორის, ჩეხეთის მოქალაქე არც ერთი არ არის. ჩეხეთის მოქალაქეებთან დასტური არ არის მიღებული დაავადებაზე. რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა, ასეთ პასუხს გაგცემთ," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






