ინტერნეტმომხმარებლები დღეს მონათლულ უფლისწულს: „გელოდებით, მეფეო!...“
სოც.მედია - 15:20, 03 Nov, 2013     5439

რამდენიმე დღის წინ ვებ-გვერდმა georoyal.ge-მ გამოაქვეყნა პატარა გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონის ახალი ფოტო.

ფოტოს ახლდა სულ პატარა ტექსტი: „გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონის ახალი ფოტო. 27 სექტემბერს იგი 2 წლის გახდება. ღმერთმა კარგ ქართველად და მართლმადიდებლად გაზარდოს...“

მასალა გავრცელდა „ფეისბუკით“, დაიდო სხვადასხვა ჯგუფებში.

თავიდან ეს ფოტო-სურათი „ფეისბუკზე“ გავრცელდა უფლის ხეთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის ორდენის საქართველოს რექტორის, სიმონ კოპაძის მიერ.

შეგახსენებთ, რომ სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი დღეს მონათლეს. უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს - ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი , და უფლისწულის ბიძები - გურამ და ირაკლი ბაგრატიონები. ისინი უფლისწულის მამის, დავითის ძმები არიან.

ნათლობის ცერემონია ჩატარდა სვეტიცხოველში, რომელიც სრულიად საქართველოს პათოკოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა. 
სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგია დილიდან მიმდინარეობდა, რომელიც ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე მთავრობის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათ შორის, იქ იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ნათლობაზე ბიზნესმენი და უფლისწულის ნათლია ლევან ვასაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

ქართველი უფლისწულის ფოტოების გამოქვეყნებას „ფეისბუქზე“ უამრავი მოწონება, გაზიარება და კომენტარი მოჰყვა.

ვებ-გვერდი georoyal.ge რამდენიმე კომენტარს ავტორთა მითითებით აქვეყნებს:

 

Rezo Takidze : „უფალი ჰფარავდეს პატარა უფლისწულს! სამშობლოს იმედად გაიზარდე პატარა მამულიშვილო.“

George Oniani: “გელოდებით მეფეო... მალე გაიზარდე... შენი იმედი აქვს საქართველოს“.

ნინო ჩიქოვანი: ღმერთმა კარგ ქართველად გაზარდოს, შეუცნობელია ღვთის განგებულება,ინებოს უფალმა საქართველოს სამეფოს აღდგინება და გაბრწყინება!

Andro Mgeladze: „მეფური აღზრდა უნდა ამ პატარას და შემდეგ კურთხევა მეფედ“.

Zviadi Shermadini: „მომავალი მეფე... დიახაც აუცილებლად აღდგება, უბრალოდ დროა ცოტა საჭირო ისეთი თვალდაბრმავებული ქართველობისთვის, რომ მეფობა არის უფლისგან და ბაგრატიონები იყვნენ, არიან და იქნებიან ვიდრე მეორედ მოსვლამდე საქართველოს მეფეები და დედოფლები ზოგიერთების გულის გასახეთქად“...

Magda Liaparteliani: „ქართველი უფლისწული! საყვარელი! გაიზარდოს სასახელო და ბედნიერი, გაიხარე და გამრავლდი! მე ამის ლამაზ ბებიაზე ვგიჟდები...

Tsitsi Khutsishvili: ღმერთი იყოს ამ პატარა ანგელოზის მფარველი!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42