"მასობრივი ტესტირება შეიძლება დამღუპველი გამოდგეს სამედიცინო ლოჯისტიკისათვის... განმეორდება "იტალია"" - ზურაბ გურული
ქართველი ემიგრანტი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, თავიდან ავიცილოთ კლინიკების დატვირთვა და მხოლოდ მძიმედ მყოფი პაციენტები უნდა იქნან გადაყვანილი, რადგან გადატვირთული კლინიკა არის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი გზა და თუ ეს თავიდან ვერ ავიცილეთ, "იტალია" განმეორდება.
"ერთ რამეში უკვე შეთანხმდნენ გამოცდილი პროფესიონალები, მთავარი ამოცანაა, რომ კლინიკების მაქსიმალური დატვირთვა ავიცილოთ თავიდან. ამის გაკეთება კი შესაძლებელია იმით, რომ მხოლოდ მძიმე პაციენტების მიღება მოხდეს სამკურნალოდ.
ერთგვარად პარადოქსულია, მაგრამ მასობრივი ტესტირება შეიძლება დამღუპველი გამოდგეს სამედიცინო ლოჯისტიკისათვის. თუ ყველა პოზიტიურტესტიანი კლინიკაში წავა, დაავადების მიმდინარეობის ხარისხის მიუხედავად, განმეორდება "იტალია". და მერე ადგილი აღარ დარჩება მართლა მძიმე შემთხვევებისათვის. ამიტომ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ტესტების ნაკლებობა და უბრალოდ, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობის არცოდნა ერთგვარად დადებითი მოვლენაცაა. ამერიკა ამ მიმართულებით მუშაობს.
ჩინური ლოჯისტიკური გამოცდილების გაზიარება დაღუპავს დანარჩენ მსოფლიოს, რადგან ჩინური სპეციფიკა მხოლოდ ჩინეთშია გამოსადეგი. მხოლოდ ჩინელებს შეუძლიათ აწარმოონ მილიონობით იაფფასიანი სატესტე მასალა, 3-4 დღეში ააშენონ ათასსაწოლიანი კლინიკები და იარაღის მუქარით დააკარანტინონ მრავალმილიონიანი მასები.
ერთი კი ფაქტია, იზოლაცია და კარანტინი ეფექტური საშუალებებია პრევენციისათვის.
საქართველოს ამოცანაც ეს არის, რომ კასკადური გადაფარვის სისტემა შექმნას, ანუ, ყველა კლინიკა ერთბაშად არ ჩართოს მოქმედებაში. ეს ფსიქოლოგიურადაც ფიტავს პერსონალსაც და სხვა რესურსებსაც ფანტავს. გარდა ამისა, უნდა გვქონდეს უსაფრთხო ოაზის-ტერიტორიებიც. ჩინეთს ჰქონდა ამის ფუფუნება. იტალიის კრიზისი აფეთქდა მაშინ, როცა ჩრდილოეთიდან გაქცეული მოსახლეობა სამხრეთს შეესია.
ამიტომ არ უნდა მოვედოთ მთელ საქართველოს.
ძვირფასო მედიავ, ნუ ინადირებთ სენსაციებზე და ნუ დაამახინჯებთ პროფესიონალთა მესიჯებს. რამდენიმე ჩემი ჩართვა ისე იყო დაჩეხილი, მე ვაგინებდი საკუთარ თავს იმ შინაარსის გამო, არათუ უცნობი ადამიანი. ნუ გააკეთებთ ამას იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკებისთვისაც. ამით განხეთქილება შემოგაქვთ ისედაც გაღიზიანებულ-დაძაბულ ექიმებში და პანიკას იწვევთ.
თითოეული მოქალაქის მოვალეობაა რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ ერთმანეთის უსაფრთხოებას. ყველას გვამოძრავებს ერთადერთი იმპულსი, გვინდა რომ გადავრჩეთ. ჰოდა მოვინდომოთ.
ვერცერთი სექტორი ვერ გაართმევს ამ გამოწვევას თავს, თუ საზოგადოება არ შეიკრა ერთ გუნდად. ჩვენ ეს შეგვიძლია.
ჰოდა გავაკეთოთ!" - წერს ზურაბ გურული.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






