„საქართველოს ელოდება იმაზე მძიმე დარტყმა, ვიდრე ეს კორონავირუსის პრობლემაა... ხელისუფლებას არ გააჩნია გეგმა, კრიზისი კი გარდაუვალია“ - დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 18:34, 14 Mar, 2020     3279
რა გავლენას იქონიებს კორონავირუსი მსოფლიო ეკონომიკაზე და რა ელოდება საქართველოს ზაფხულის სეზონზე. რამდენად არის მთავრობა მზად, გაუმკლავდეს ეკონომიკურ რისკებს და რა გეგმა აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისი, რაც კორონავირუსის ფონზე შესაძლოა მაისის თვიდან დადგეს.

ამ თემებზე „ნიუპოსტი“ თავდაცვისა და განათლების ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია და მთავრობა ვალდებულია იმოქმედოს დღესვე, რათა თავიდან აიცილოს დარტყმა როგორც ბიზნესზე, ასევე მოქალაქეებზე, რამაც შესაძლოა ქვეყანაში სიღარიბის დონე კიდევ უფრო გაზარდოს.

შაშკინი აშშ-ის მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული საზოგადოების და რიგი ექსპერტების რეაქცია სოციალურ ქსელ ფეისბუქში, „სასაცილოა და ადგილი აქვს ინტერპრეტაციებს“.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, თუ რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ამის შემდეგ აღარ ექნება ადგილი სხვადასხვა ინსინუანციებს. ტრამპის განცხადების შემდეგ ქართული ფეისბუქი აფეთქდა სხვადასხვა ინტერპრეტაციებით.

შეერთებულ შტატებში, ბოლო 50 წლის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 59-ჯერ. საგანგებო მდგომარეობა აშშ-ში ნიშნავს იმას, რომ პრეზიდნეტს ეძლევა უფლება, დახარჯოს თანხბი სპეციალური ფონდიდან, რომელიც არსებობს სახელმწიფოში, რათა დაეხმაროს სხვადასხვა შტატს კონკრეტული პრობლემების გამკლავებაში. მაგალითად, ახლა საუბარია 50 მილიარდ დოლარზე, რომელიც ტრამპის განკარგულებით წავა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. შეზღუდვებზე ქუჩებში, ჯარზე, ტელეკომპანიების დახურვაზე, კომენდანტის საათის გამოცხადებაზე, ცხადია არ არის საუბარი, როგორც ეს ქართულ ფეისბუქზე დაიწერა და რაც ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. ბევრი ექსპერტი განმოჩნდა, როლმელიც ამგვარ ინტერპრეტაციას აძელვდა სგანგებო მდგომარეობას ამერიკაში“ - აცხადებს შაშკინი და კორონავირუსის ფონზე მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს, რომლის წინაშეც შესაძლოა საქართველო დადგეს.

ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან არ ჩანს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისიდან.

„რა თქმა უნდა სიტუაცია ძალიან მძიმეა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ვითარებას აქვს ორი მხარე კორონავირუსთან დაკავშირებით.

ერთი, ეს არის ჯანდაცვის კუთხით, მეორე კი - ეკონომიკური კუთხით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა მოახერხა და კონტროლზე აიყვანა ვირუსის ეპიდემია, რაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ბუნებრივია ჩინეთის მაგალითი იქნება გამოყენებული, ისევე როგორც კორეის.

შეერთებული შტატები გუშინდელი დღიდან გადავიდა სწორედ კორეულ მეთოდზე და მთლიანად 100%-ით არის გამოყენებული ამ ქვეყნის გამოცდილება, რომელიც ეფუძნება სქრინინგს და ამ ქვეყნის წარმატება არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად სწარად ხდება გამოვლენა კორონავირუსის შემთხვევების. ანუ სწრაფი სქრინინგი, სწრაფი იზოლაცია ხალხის და მკურნალობა, რაც სამწუხაროდ ვერ მოახერხა იტალიამ თავის დროზე და იმედია, რომ ჩინეთის და კორეის გამოცდილებიდან გამომდინარე, იტალია ამას მოახერხებს. ეს არის ერთი ნაწილი.

ამ წუთისთვის ჩვენ ვხედავთ ჯანმრთელობის პრობლემებს, რომელიც ვირუსს ახლავს, თუმცა ამ სიატუაციას აქვს კიდევ მეორე მხარე, რომელზეც ნაკლებს საუბრობენ იმ საერთო პანიკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს მსოფლიოში და ეს არ არის მარტო საქართველო, ეს პანიკა მოედო მსოფლიოს, თუმცა მეორე პრობლემა, რაზეც მე ვსაუბრობ, ასევე საკმაოდ მძიმეა და ჩვენ მის შედეგებს ვნახავთ დაახლოებთ მაისიდან. ეს ეხება ეკონომიკას. ნავთობის ფასის კლებასა და ნავთობის გარშემო რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ომთან, პანდემია მოახდენს ძალიან დიდ დარტყმას ეკონომიკაზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ და აქ მთავრობის როლი იქნება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი.

საქართველოს მთავრობამ არ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი მაისში. ის შედგები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, რაღაც ნაწილში, შესაძლოა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე კორონავირუსის მიერ მოტანილი პრობლემები.

ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ ყველა უნდა მოვემზადოთ იმისათვის რა ვითარებაც შეექმნება ჩვენს ქვეყანას ზაფხულის პერიოდში ეკონომიკური თვალსაზრისით. არის დიდი შანსი, რომ ტყურისტული სეზონი ჩავარდება და მნშვნელოვანია მთავრობამ იფიქროს ახლა, თუ რა ზომები არის მისაღები. ახლა არის გასატარებელი კონრეტული ეკონომიკური რეფორმები, მოსამზადებელია კონკრეტული დახმარება ყველა იმ ბიზნესისთვის, რომელიც მიიღებს დიდ დარტყმას. ხაზს ვუსვამ, ეს არ არის მხლოდკონკრეტული ბიზნესების პრობლემა, ეს არის მთლიანად ქვეყნის პრობლემა. ტურისტული სეგმენტი ძალიან დიდია ჩვენს ეკონომიკაში, ყველაფერი რაც მიბმულია გადაზიდვენთან, ადამიანების გადაადგილებასთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ახლავე არის მოსამზადებელი შეღავათები, საჭიროა ორგანიზება, რომ ამ კრიზისს, რომელიც დაიწყება და გარდაუვალია, არ მოჰყვეს ბიზნესების გაკოტრება და პირველ რიგში, მაქსიმალურად არ გაიზარდოს სიღარიბე.

ხაზს ვუსვამ, რომ მზადება და კონკრეტული ქმედება საჭიროა ახლა. უამარავი ადამიანი დაზარალდა და დაზარალდება მომავალშიც ეკონომიკურად. სხვა შემთხვევაში, სიღარიბის დონე, რომელიც ახლაა ქვეყანაში, თუ საქართველოს თავრობამ არ მიიღო კონრკეტული ზომები, კიდევ გაიზრდება. თუმცა როგორც ჩვენ ვხედავთ, საქართველოს თავრობას ამ წუთისთვის არ გააჩნია ხედვა თუ როგორ უნდა გამოვიდეთ მოსალოდნელი კრიზისიდან, რა გველოდება მაის-ივნისში. როგორც სჩანს, ეს მთავრობას არ ესმის და ამიტომ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპეტრმა უნდა ვიფიქროთ ერთად, ამ ძალიან მინშველოვან პრობლემებზე.

მე დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსს, თუმცა რამდენად მძიმე დარტყმა იქნება ჩვენს ეკონომიკაზე, ეს უკვე საქართველოს მთავრობის და საზოგადოების ხელშია და მნიშვნელოვანია ახლა მოვემზადოთ ამისთვის“ - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42