"საბანკო პროცენტები კი არ უნდა გადავადდეს, არამედ უნდა გაჩერდეს..." - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 17:07, 14 Mar, 2020     1145

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე 13 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბანკები კორონა ვირუსის საფრთხის გამო მზად არიან მოსახლეობას გაუკეთონ შეღავათი და გადაუვადონ პროცენტები. დეპუტატის თქმით პროცენტის გადავადება არაფერს ნიშნავს და ბანკებს თუ უნდათ ოდნავ მაინც შეიტანონ წვლილი ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოსვლაში, პროცენტები კიარ უნდა გდავადდეს, ყველას უნდა შეუჩერდეს.

"ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ფიზიკური პირი, თუ იურიდიული, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უნდა შეუჩერდეთ საპროცენტო გადასახადები და ეს უნდა იყოს არა ბანკების კეთილი ნება, არამედ ეს უკვე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს !

რადგან, ფაქტია, რომ ბანკებს, ჩვენს ქვეყანაში, ოდნავი წვლილის შეტანაც არ უნდათ იმ ურთულეს მდგომარეობაში, რომელიც დღეს არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშია.

13 მარტს თითქოს გაცხადდა, რომ კერძო პირებს სამი თვის განმავლობაში პროცენტები შეუჩერდებოდათ, მაგრამ ეს აღმოჩნდა პროცენტების მხოლოდ გადავადება და შეჩერება აზრადაც არავის მოსვლია. რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს რომ კომერციული ბანკები არ ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგით.

ამიტომ, მე მოვუწოდებ სახელმწიფოს, რომ ეს იყოს უკვე არა ბანკების კეთილი ნება, არამედ სახელმწიფომ უნდა შეძლოს ჩარევა მათ საქმიანობაში და ის პერიოდი, რომელიც ქვეყანაში პრაქტიკლულად პარალიზებულია ეკონომიკისთვის, გამოცხადდეს ფორს მაჟორულად და ნებისმიერ ადამიანს, ფიზიკური პირი იქნება ეს თუ იურიდიული, შეუჩერდეთ პროცენტები. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, მითუმეტეს, რომ აქ არავინ საუბრობს ძირი თანხების ჩამოწერაზე.

ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ლარის ასეთი რეკორდული გაუფასურებაც.

როდესაც საპროცენტო შენატანები, საერთაშორისო ვაჭრობა, ტურიზმი გაჩერებულია, მაშინ საიდან ჩნდება ჩვენს ქვეყანაში ასეთი მოთხოვნა დოლარზე?! გამოდის კომერციული ბანკები ახდენენ ამ ყველაფრის მანიპულირებას და სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის.

მოკლედ, ბანკები და სააფთიაქო ქსელელები საქართველოში, ვერაფრით მიეჩვიენ, რომ მსგავს ფორს მაჟორულ სიტუაციაში მაინც იცხოვრონ საერთო სახალხო ინტერესებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ საკუთარი გამდიდრების ინტერესებიდან გამომდინარე.

მთლიანობაში კი, დღეს მთავრობას ეკონომიკური გუნდიც არ ყავს და სერიუზულად უნდა ვიფიქროთ ეკონომიკური პროფილის მინისტრების ჩანაცვლებაზე, თუ გვინდა რომ მეტ-ნაკლებად სიმშვიდე და გარკვეული სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში." - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42