აფხაზეთის ა/რ მთავრობის, განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 3 ნომებერს 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოქმედებითი საღამო „აფხაზური და ოსური კულტურის დღე“ გაიმართება. ღონისძიების მიზანია აფხაზური და ოსური კულტურის პოპულარიზაცია, აფხაზური და ოსური თვითმყოფადობის შენარჩუნება და ხელშეწყობა. საღამოს გაუძღვებიან ფოლკლორული ანსამბლები და ხელოვნების მოღვაწეები. უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყობა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან დევნილი 10 მხატვრის 50 -მდე ნახატის გამოფენა. პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან დევნილ 200 მოზარდს მთაწმინდაზე „ბომბორას პარკი“ უმასპინძლებს. პროექტის პარტნიორები არიან: სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მასალის გამოყენების პირობები






