თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველო მზადაა გაუმკლავდეს კორონა ვირუსის ეპიდემიას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.
ცერცვაძის თქმით, პაციენტების მიღება შეეძლებათ კიდევ დამატებით 4 კლინიკას, ჯამში 440 საწოლით. მისივე თქმით, მსოფლიოში ვერცერთ ქვეყანაში საეჭვო პაციენტებს ასე მოკლე დროში ვერავინ უწევს დახმარებას და ამ მხრივ საქართველო გამორჩეულია.
„დღეს პრემიერთან შეხვედრაზე მიღებული იქნა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე აქამდე თუ მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო იღებდა ავადმყოფებს და მხოლოდ საკარანტინო პაციენტებს იღებდნენ საავადმყოფოები, მაგალითად რესპუბლიკური და სხვა, ჯერჯერობით ეს სრულიად საკმარისი იყო, უკვე გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღებები იქნება ხუთი კლინიკა – ინფექციური საავადმყოფო დარჩება, საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი მერვე საავადმყოფო მთლიანად დაიცლება, არ არის ჯერ ამის საჭიროება, მაგრამ საზოგადოება რომ მშვიდად იყოს. 140 საწოლია იქ, ძალიან კარგი რეანიმაციული განყოფილებაა 40 საწოლზე. რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება, კარანტინში მყოფი პაციენტები სხვა სივრცეში გადაინაცვლებენ და რესპუბლიკური საავადმყოფო ავადმყოფების მიმღები გახდება. ასევე გორის ჰოსპიტალი, სადაც არის დაახლოებით 140 სწოლი. პლუს ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 საწოლი. ოთხი კლინიკა 440 სწოლით უკვე მობილიზებულია, ხვალისთვის უკვე იქნება დაცლილი.
ბოლო პერიოდში და არა მარტო ბოლო პერიოდში, სულ ისმოდა კითხვა როგორც ჟურნალისტებისგან, ისე ოპონენტებისგან, ისე პოლიტიკურად ანგაჟირებული და არაანგაჟირებული პირებისგან, ყველასგან, არაკეთილმოსურნეებისგან და კეთილმოსურნეებისგან, გასაგებია, რასაც აკეთებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სამინისტრო, სასაზღვრო სამსახური და ზოგადად მთავრობა, შსს და სხვა, ისმებოდა კითხვა, რომელიც რჩებოდა მეორე პლანზე, რამდენად არის მზად ავადმყოფების რიცხვის მატების შემთხვევაში და მითუმეტეს დრამატული მატების შემთხვევაში ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი. არსებობს თუ არა ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა, მზადყოფნის გეგმა და ამ გეგმის ეტაპები -გეგმა ა, გეგმა ბ, გეგმა ც და საკმარისი იქნება თუ არა ეს იმ მოთხოვნის დასაკამყოფილებლად, რაც შესაძლოა საქართველოშია ხლო მომავალში წარმოიშვას ავადმყოფების ზრდის თვალსაზრისით. ეს იყო, არსებობს და არც ერთი შეფერხება ჯერ რომელიმე პაციენტის, საეჭვო პაციენტის, შესაძლო პაციენტის გამოკვლევაზე, დიაგნოსტიკაზე არ ყოფილა, დამიჯერეთ, სრული გულწრფელობით გეუბნებით, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც შესაძლო შემთხვევის პაციენტს, საეჭვო პაციენტს ასეთ მოკლე დროში უკეთდებოდა ყველაფერი და უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით. არც ერთი შემთხვევითი შეფერხებაც კი არ ყოფილა. ერთ დღეში პაციენტს უტარდებოდა სრული გამოკვლევა, ლუგარის ცენტრში ვირუსზე ტესტირების ჩათვლით. 24 საათიც არ ყოვნდებოდა პაციენტი. 24 საათი თუ არის მინიმუმი, 18 საათში პაციენტი მთლიანად გამოკვლეული იყო, პასუხი ცნობილი იყო“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები