14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 23:56, 13 Mar, 2020     2184

ვერძი

სამყარო არ არის სრულყოფილი. სამწუხაროდ! მასში არსებობენ უღირსი ადამიანები, რომლებიც თქვენს კეთილდღეობას ემუქრებიან. გამოიჩინეთ სიფრთხილე, წინასწარ განსაზღვრეთ მოვლენები, არ იკამათოთ ძველ მეგობრებთან - ამისთვის სერიოზული საფუძველი და მიზეზი არ გექნებათ. ვარსკვლავები არ გირჩევენ გრანდიოზული საქმეების დაწყებას, ჯერ ძველები დაასრულეთ.

კურო

საკუთარ თავში უამრავ შესაძლებლობას აღმოაჩენთ და ისწავლით არა მხოლოდ საკუთარი ქცევის, არამედ ორგანიზმის რეგულირებას და სხვების დახმარებასაც. განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიეთ ესკულაპი, რომელსაც გინდათ, ანდოთ საკუთარი ჯანმრთელობა და გადაამოწმეთ დასმული დიაგნოზი.

ტყუპები

ეს დღე ღირებულებების გადაფასებას უკავშირდება. ახალ გზებს მოიძიებთ. ადამიანები, რომლებმაც იციან მუშაობის ფასი და საკუთარი არსებობის აზრი, განსაკუთრებულ წარმატებას აღწევენ. ხანგრძლივი გეგმების დასახვა შედეგს არ მოგიტანთ და მაინც, მოძრაობა და თავისუფლება ბევრად სჯობს, ვიდრე სტაგნაცია.

კირჩხიბი

პირად ურთიერთობებში დაძაბული დღე გელოდებათ. არსებობს ალბათობა, რომ მატერიალური ხასიათის უსიამოვნებები შეგექმნათ. გარდა ამისა, შესაძლოა, დაგიახლოვდნენ ადამიანები, რომლებსაც ურთიერთობების ეთიკა არ ესმით. პირად ცხოვრებაში უფრო მეტი სითბო გამოხატეთ და მზად იყავით კომპრომისზე წასასვლელად. ამგვარად, ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება.

ლომი

ეს დღე ზედმეტი ნივთებისგან, არასაჭირო ნაცნობებისგან და ვალებისგან გათავისუფლებას უკავშირდება. დაკავდით საკუთარი პირდაპირი მოვალეობების შესრულებით ან საოჯახო საქმეებით. ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტი ნივთები მოიშოროთ და გაჭირვებულებს დაეხმაროთ.

ქალწული

თქვენი ცხოვრების აზრი საკუთარი თავის წარმოსაჩენად ყველა შესაძლებლობის გამოყენებაშია. იმოქმედეთ! ამ დღეს ყველაფერი გამოგივათ და ბევრს მიაღწევთ.

სასწორი

არ ღირს სამოგზაუროდ წასვლა. ეს სიამოვნებაზე მეტად პრობლემებს მოგიტანთ. დაისვენეთ ისე, როგორც მიჩვეული ხართ და თუკი მუშაობა მოგიწევთ, უმჯობესია, იმ საქმეზე მუშაობა დაასრულოთ, რომელიც თავად აირჩიეთ. ამგვარად, საქმესაც გააკეთებთ და სიამოვნებასაც მიიღებთ.

მორიელი

ეს დღე სამოგზაუროდ იდეალურია. წარმატებული იქნება მოგზაურობა იმ შემთხვევაში, თუკი იმ ქვეყნის ენა, ტრადიციები და წესები იცით, რომელ ქვეყანაშიც მიემგზავრებით. ბევრს ნუ იფიქრებთ, ჩაბარგდით და დაიწყეთ შთაბეჭდილებების მოგროვება.

მშვილდოსანი

ახლობელი ადამიანები და ნათესავები ამ დღეს მხარდაჭერას გამოგიცხადებენ. შეძლებთ, უფრო მეტი დრო გაატაროთ სახლში, ბავშვებთან. თუკი იმ სიყვარულსა და მხარდაჭერას მიიღებს, რომელზეც ოცნებობდით, შეეცადეთ, იყოთ მადლიერი, ერთგული და გულუხვი პარტნიორი.

თხის რქა

თუკი დიდი ხანია, მშვიდ დასვენებაზე ოცნებობთ, შეგიძლიათ, ოცნება აისრულოთ. დაისვენეთ ფიზიკურად და სულიერად. მოსწყდით ყოველდღიურობას. ენერგიის დასაგროვებლად და სასიამოვნო მომენტების დასაჭერად სულაც არ არის აუცილებელი სხვა ქვეყანაში მოგზაურობა.

მერწყული

სიყვარულში იდეალის ძიების პროცესი არასდროს მთავრდება. არ გამოირიცხება, რომ სასიყვარულო ურთიერთობები მეგობრული კავშირებით კიდევ უფრო გაძლიერდეს. თუკი სხვების ინტერესები თქვენსაზე მნიშვნელოვანია, მაშინ ეს ძალიან გაზრდის თქვენს ავტორიტეტს ახლობელ ადამიანებში.

თევზები

ეს დღე აპათიასთან და სიზარმაცესთან ასოცირდება. არ გამოირიცხება, რომ ყოველდღიურ მოვალეობების შესასრულებლად ბევრი დრო და ენერგია დახარჯოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო ბრძენ და გამოცდილ ადამიანებთან იკონტაქტოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42