ქართველმა მოჭადრაკემ, ნანა ძაგნიძემგ შვეიცარიის ქალაქ ლოზანში გამართულ მსოფლიო ქალთა გრან პრის მესამე ეტაპზე 7 ქულა დააგროვა და გათამაშების გამარჯვებული გახდა.
თამაშის შემდეგ ძაგნიძემ განაცხადა, რომ მან ეს გამარჯვება კორონავირუსთან მებრძოლ ქართველ ექიმებსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მიუძღვნა.
"გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ადამიანს ადამიანთა შორის ბატონ ამირან გამყრელიძეს! რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში. სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო კოლაჟისათვის წარმატებული სპორტსმენების თანადგომისა. მათ შეძლეს გაემარჯვათ და იმედია ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ!" - დაწერა ნანა ძაგნიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






