''ვინ ყიდულობს დოლარს, ვინ ახდენს დოლარით სპეკულირებას და ვინ შოულობს ამ გასაჭირში ფულს''- დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 15:54, 13 Mar, 2020     984

პოლიტიკური მოძრაობა ''ტრიბუნას'' ლიდერი, დავით ჭიჭინაძე მიმართავს პრემიერ მინისტრს, ეკონომიკურ გუნდს და სებ-ს.

მისივე თქმით პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის მდგომარებოითა და ლარის კურსის მკვეთრი ვარდნით ხელუსუფლება უნდა დაინტერესდეს, რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს უკიდურესი სიღატაკისთვის გავწირავთ.

''ფაქტია „ვიღაც“ ყიდულობს დოლარს, ახდენს დოლარით სპეკულირებას და ამ გასაჭირში ფულს შოულობს ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნის სხვა ახსნა ნამდვილად არ აქვს!'' - აცხადებს ჭიჭინაძე.

„ფაქტია ქვეყანაში ტურისტული მოძრაობა შეჩერებულია, ვაჭრობა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გაჩერებულია, გადარიცხვები, ფულის გადინება ქვეყნიდან თითქმის არ ხდება. დოლარზე მოთხოვნაც იმდენად შემცირებული იყო, რომ ლარმა გამყარებაც კი დაიწო.

მაგრამ ბოლო პერიოდში, რეალობა ისე შეიცვალა და ლარმა კურსმა ყველა ისტორიული ნიშნული გადალახა. და ეს ეს პროცესი ბანკების მხრიდან საკრედიტო მომსახურების გადავადების ფონზეც კი არ ჩერდება!

ჩნდება ლეგიტიმური კითხვა:

ვინ ყიდულობს დოლარს, ვინ ახდენს დოლარით სპეკულირებას და ვინ შოულობს ამ გასაჭირში ფულს?!

ამიტომ, მივმართავ პრემიერს, ეკონომიკურ გუნდს და სებ-ის ხელმძღვანელს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და გამოიძიონ რატომ ხდება, ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნა.

იმიტომ რომ, კურსის ზრდა, კორონა ვირუსზე არანაკლებ პანიკას იწვევს და ყველა ღონისძიება იქნება წყალში გადაყრილი, თუ ამ ფაქტს არ გამოვიძიებთ!

ან ვაჭრობა უნდა შეაჩერონ, იმიტომ რომ, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, როდესაც ესეთი ვარდნები ხდება, ვაჭრობა, საფონდო ბირჟები ჩერდება.

ხოლო ეს შეუქცევადიპროცესი რომ დაიწყო, ამის ნათელი მაგალითი აშშ საფონდო ბირჟების სერიოზული ვარდნებიცაა.

მოკლედ, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან რეგულაცია და სახელმწიფოს აქტიური ჩარევა.

მთავრობა ასევე ორიენტირებული უნდა იყოს, რომ შექმნას ქვეყანაში რეზერვები, სასურსათო იქნება ეს, თუ საწვავის, რადგან თუნდაც საგაზაფხულო სამუშაოები სახელმწიფომ დააფინანსოს და ასევე ის პროგრამები, რომელიც დღეს პრაქტიკულად შეჩერებულია.

სხვა შემთხვევაში, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში კი ყველაზე დაუცველ ფენას, უბრალოდ უკიდურესი სიღატატაკისთვის გავწირავთ.“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42