მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დღეს დადებული შეთანხმება დამოუკიდებელ და თავისუფალ სასამართლოს უზრუნველყოფს.
„დღეს ოპოზიციური პარტიები აჩვენებენ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" დამარცხება, ჩვენ გვინდა „ქართული ოცნების" დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად. დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად პასუხისმგებლიანად და გააზრებულად მოქმედებს ერთიანი ოპოზიცია. დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს არის ღირებულებითი ერთიანობა, რომლის ამოცანა არის ქვეყნის წინ წაყვანა და იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. ეს შეთანხმება არის ქვეყანაში თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლოს, ღირსეული და თავისუფალი ბიზნესისა და ღირსეული და თავისუფალი მოქალაქეების პირობების შესაქმნელად”, - განაცხადა ბაქრაძემ.
დღეს 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანას".
მასალის გამოყენების პირობები






