ოპოზიცია სასამართლო რეფორმის ირგვლივაც ერთსულოვანია: "უპრეცედენტოა, როცა განსხვავებული პარტიები, დღეს ვთანხმდებით ფუნდამენტურ - სასამართლო რეფორმის საკითხზე"
პოლიტიკა - 13:11, 13 Mar, 2020     659
გაერთიანებული ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელიამ სასამართლო რეფორმის კუთხით გასატარებელი რეფორმის თაობაზე გაფორმებული მემორანდუმს აფასებს.

დღეს 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანას".

როგორც ოპოზიციის ლიდერმა, ნიკა მელიამ მედიას განუცხადა, მემორანდუმი არის იმის გარანტია, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება.

„უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ვთანხმდებით, დღეს ვთანხმდებით ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმის საკითხზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია, ვინაიდან ეს არის გარანტია, რომ წელს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ სასამართლო იქნება თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის - ესაა მრავალპარტიული ბუნება ამ შეთანხმებისა, რომელიც ასევე გახლავთ გარანტია, რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში ერთხელ და სამუდამოდ ნანატრი დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი სასამართლო ექნება ქვეყანას და როგორც მინიმუმ აღარ შეეშინდება მოქალაქეს მოსამართლის. ამიტომ არის ეს მისასალმებელი და სიამოვნებით ხელს აწერს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას,“- განაცხადა ნიკა მელიამ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42