"გუგლის" რუკებზე სახელმწიფო საზღვრები სქემატურადაა მოცემული და ლეგალური ძალა არ გააჩნიათ - საგარეო უწყება
პოლიტიკა - 18:53, 12 Mar, 2020     708

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიცუიალური განცხადებით ეხმიანება ანტიოკუპაციური მოძღაობის "ძალა ერთობაშიას" ლიდერის დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც სამოქალაქო აქტივისტს მოჰყავდა მტკიცებულებები, რომ "გუგლის" რუკებზე საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები შეცვლილია აზერბაიჯანის სასარგებლოდ და გამოთქვამდა შეშფოთებას.


დავითგარეჯის საკითხის ეს მხარე, რომელსაც დავით ქაცარავამ გაუსვა ხაზი, მალე გახდა განხილვის საგანი როგორც სოცქსელში, ასევე მედიაში. "ძალა ერთობაშიამ" დღეს კანცელარიასთან აქციაც დაანონსა.

საგარეო უწყება აცხადებს, რომ "გუგლის" რუკებს ლეგალური ძალა არ გააჩნიათ და რომ დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის მუშაობა დასრულებული არ არის:

"მედიის საშუალებებით და სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვით გუგლის რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთი გადმოწეულია საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში.


ხსენებულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და მის სრულ დასრულებამდე და შესაბამისი ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის ლეგალური ჩარჩო არ არსებობს.


სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია ხანგრძლივი პროცესია: იგი წარიმართება ორმხრივ დონეზე და საჭიროებს ორი ქვეყნის შეთანხმების მიღწევას საზღვრის მთელ პერიმეტრზე.


დღის საკითხების ძირითადი ნაწილი წარმოიშვა ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს არსებული სამართლებრივი ბაზის წინააღმდეგობრივი ხასიათით, როდესაც საკავშირო რესპუბლიკების ტერიტორიების განსაზღვრა ხშირ შემთხვევაში ხორციელდებოდა ცენტრიდან სათანადო ლეგალური საფუძვლის არარსებობის პირობებში. როგორც შედეგი, არა მარტო საქართველო და აზერბაიჯანი, არამეტ ყოფილი კავშირის 15-ვე რესპუბლიკა, მემკვიდრეობით, დადგა რთული და სენსიტიური პრობლემების მოგვარების აუცილებლობის წინაშე.


საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მხარე მუდამ ხელმძღვანელობს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით და ორმხრივი შეთანხმების მიღწევის აუცილებლობით.


დავით გარეჯთან არსებული ვითარება საკმაოდ სენსიტიური და ემოციურია საზოგადოებისთვის, თუმცა პოზიტიური შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით.


ამ მხრივ ნებისმიერი პროვოკაციული ან თუნდაც ემოციური გარემო ძაბავს ვითარებას და მეტ პრობლემას ქმნის მოლაპარაკებების პროცესში. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსებულ მოცემულობაში თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკებები [სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე] მიმდინარეობს 1995 წლიდან და მათი დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ცნობილი გახდება.


რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გუგლის რუკებზე საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებს:


– გუგლის რუკებზე სახელმწიფო საზღვრები მოცემულია სქემატურად და მათ არ გააჩნიათ რამე სახის ლეგალური ძალა;

– გუგლის წარმომადგენელთა განმარტებით (საქართველოს დელიმიტაციის საკითხთა კომისიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის დროს) საზღვრები მათ რუკებზე არის უფრო ზოგადი – ინფორმაციული ხასიათის (მაგალითად ტურისტული მიზნებისთვის გამოსაყენებლად) და კომპანიის მიზანი არ და ვერ იქნება სახელმწიფო საზღვრის ზუსტი გამავლობის დადგენა/ასახვა;

– შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია გუგლის რუკის გამოყენება სახელმწიფო საზღვრის გამავლობის იდენტიფიკაციის/განსაზღვრის მიზნით;

– გავრცელებული ინფორმაციის შედეგად არ იკვეთება თუ რა რუკას იქნა შედარებული საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამჟამინდელი ასახვა, შესაბამისად ამ ასპექტში კომენტარი შეუძლებელია;

– ზემოხსენებულის მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კავშირზე არიან გუგლის ადმინისტრაციასთან მოცემული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. მათი განმაეტებით შედეგებზე ფართო საზოგადოებას ეცნობება დამატებით."- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42