ალერგიული დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ისინი შეიძლება გამოვლინდნენ სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, გამონაყარი, ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი, ალერგიული ხველა და ა.შ.
ალეგიის გავრცელებული სიმპტომებია:
· თვალების ქავილი და ცრემლდენა
· თვალების ქავილი და ცრემლდენა
· ცემინება
· ცხვირის ქავილი
· წყლისებრი გამონადენი
· გამონაყარი
· ხველა
როგორ მოვემზადო ექიმთან ვიზიტისთვის?
პირველ რიგში, უნდა ვიყოთ მზად, ზუსტი პასუხები გავცეთ ექიმის მიერ დასმულ შეკითხვებს. ისინი ძირითადად ეხება სიმპტომების გამოვლინებას, მათ მაპროვოცირებელ გარემოებებს, მკურნალობას, თქვენ მიერ გამოყენებულ სხვა მედიკამენტებს და ასე შემდეგ. დასმული შეკითხვების მიზანია ექიმმა სწორად დაგისვათ დიაგნოზი, არის თუ არა ეს ალერგიული რეაქცია, თუ რაიმე სხვა დაავადება. შესაძლებელია ასევე საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევებიც.
ექიმთან კონსულტაცია Redmed-ის პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.
საჭიროა თუ არა სპეციალური ტესტების ჩატარება ალერგიის დასადგენად?
არსებობს ალერგიის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი. მაგალითად: მცენარის მტვერი, ოთახის მტვერი, საკვები, სარეცხი, კოსმეტიკური საშუალებები და სხვა.
ალერგიული დაავადებების გამოვლინებისა და მათი მიმდინარეობის შესაბამისად შესაძლებელია დაგენიშნოთ სხვდასხვა სახის სინჯები. მაგალითად: კანის სინჯით ალერგენის გამოვლენის ტესტი, ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება და სხვა.
რიგ შემთხვევებში შესაძლოა არც იყოს საჭირო ალერგიული ტესტების ჩატარება. ასეთ დროს, მათ გარეშე ხდება მკურნალობის დანიშვნა.
როგორ ვუმკურნალოთ ალერგიას?
ნებისმიერი ალერგიული დაავადების მკურნალობის წინაპირობა, შეძლებისდაგვარად, მისი გამომწვევი მიზეზისგან თავის არიდებაა. ალერგიის ტიპის შესაბამისად ინიშნება მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს ანტიჰისტამინურ საშუალებებს, ლეიკოტრეინის ინჰიბიტორებს, სისტემურ და ტოპიკურ (ადგილობრივ) ჰორმონალურ პრეპარატებს.
ალერგიულმა რეაქციებმა შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა და სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მართოთ თქვენი ალერგია.
მასალის გამოყენების პირობები