იუსტიციის სამინისტროს განცხადება კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით
პოლიტიკა - 17:16, 12 Mar, 2020     742

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საჯარო რეესტრი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავონ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში ვიზიტისგან.

იუსტიციის სახლში არსებული 450-მდე სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს ჩვეულებრივ შეუძლიათ, თუმცა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სისტემის თანამშრომლებისა და სერვისის მისაღებად მისული პირების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოგიწოდებთ, რომ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გარდა, თავი აარიდოთ იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში ვიზიტს.

ასევე, იუსტიციის მინისტრის მითითებით, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციონერები თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან. 14 აპრილის ჩათვლით არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუროში გამოუცხადებლობა პრობაციონერებს ჩაეთვლებათ საპატიოდ.

· ეწვიეთ იუსტიციის სახლს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს!

· ნუ ეწვევით იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებს თანმხლებ პირებთან და ბავშვებთან ერთად!

· ისარგებლეთ დისტანციური სერვისებით (http://sda.gov.ge/?page_id=4118 )!

დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება დისტანციური სერვისების ჩამონათვალის და სხვა საკითხების შესახებ შეუძლიათ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე: 2405 405, ან იუსტიციის სახლის ონლაინ ჩატში შემდეგ მისამართზე: http://chat.cloud.gov.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42