ყველა ქალს შეუძლია გახდეს დედა - ჟორდანიას კლინიკის ინ ვიტრო განაყოფიერება
ჯანმრთელობა - 16:36, 12 Mar, 2020     2829

ინ ვიტრო ანუ იგივე ხელოვნური განაყოფიერება ჟორდანიას კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. იგი პირველი რეპროდუქტიული სამედიცინო ცენტრია საქართველოში.

ჟორდანიას კლინიკის პროფესიონალ ექიმთა გუნდის, მრავლწლიანი გამოცდილების და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის წყალობით, კლინიკას ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებული მაჩვენებელი აქვს - ორსულობის დადგომის სიხშირე ჟორდანიას კლინიკაში 75%-ია.

კლინიკაში დანერგილი მოწინავე ტექნოლოგიების და თანამედროვე მეთოდების სინთეზი ინ ვიტრო განაყოფიერებას უსაფრთხო და ეფექტურ პროცედურად აქცევს. სწორედ ამის გამო, ჟორდანიას კლინიკას ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის უცხოელი პაციენტებიც აკითხავენ.

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება ლაბორატორიულ პირობებში კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმას გულისხმობს, მიღებული ემბრიონი კი ქალის საშვილოსნოს ღრუში ინერგება, სადაც მისი შემდგომი ზრდა-განვითარება იწყება. განაყოფიერების პროცესი ქალის ორგანიზმში ბუნებრივად მიმდინარე განაყოფირების იდენტურია.

ინ ვიტრო განაყოფიერება თანამედროვე მედიცინის პირობებში უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და წარმატებული მეთოდია. ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ გარკვეული სამედიცინო ჩვენებების დროს, ასეთი კი შეიძლება იყოს ფალოპის მილების გაუმტარიანობა ან არქონა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, მოუწესრიგებელი ოვულაცია, ენდომეტრიოზი, მამაკაცის სპერმის არასრულფასოვნება, ჰორმონალური დარღვებები, გენეტიკური ფაქტორი და ა.შ. ასეთ დროს ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი გზაც კი შეიძლება იყოს.

განაყოფიერების პროცედურა დაახლოებით 2-3 კვირა გრძელდება, რაც მოიცავს საკვერცხის სტიმულაციას, კვერცხუჯრედების ასპირაციას, მათ ლაბორატორიულ პირობებში განაყოფიერებას, ემბრიონის მიღებას და მის საშვილოსნოს ღრუში გადატანას.

როდის და რატომ მივმართოთ ჟორდანიას კლინიკას ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის

დღეისათვის ითვლება, რომ თუ 1 წლის განმავლობაში, დაუცველი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების პირობებში, ორსულობა არ დადგა, საჭიროა უშვილობის მიზეზის გარკვევა და შესაბამისი კვლევების დაწყება. თუ ქალის ასაკი 35 წელზე მეტია, მაშინ ორსულობის მოლოდინის პერიოდი, 1 წლის ნაცვლად, მხოლოდ 6 თვეა.

ჟორდანიას კლინიკაში დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდებია დანერგილი, კლინიკის გამოცდილი ექიმი-გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები კი უშვილობის მკურნალობისთვის თანამედროვე სამედიცინო პროტოკოლებს ეყრდნობიან.

კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით, სადაც ქართველ ექიმებთან ერთად, უცხოეთიდან მოწვეული ექიმი-ემბრიოლოგები მუშაობენ. ინ ვიტრო განაყოფიერება ჟორდანიას კლინიკაში ყველა პროცედურის მაღალ დონეზე დაცვით მიმდინარეობს. პაციენტზე ორიენტირებული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისი ჟორდანიას კლინიკას რეგიონში ინ ვიტრო განაყოფიერების ლიდერად აქცევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42