“ევროპული საქართველოს’’ ლიდერი, დავით ბაქრაძე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუისის ნეგატუურ გავლენას. მისივე თქმით, პირველ რიგში უნდა შემცირდეს გადასახადები, რაც დაეხმარება ბიზნესს, ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ბაქრაძის შეფასებით, თუ ხელისუფლება ამ მხრივ ანტიკრიზისულ ზომებს არ გაატარებს, კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.
„განვლილმა დღეებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეთავაზება და რამდენად სწორი იყო ჩვენი პროგნოზი, როდესაც ვსაუბრობდით, რომ აუცილებელია სასწრაფო ნაბიჯების გადადგმა ეკონონიმიკური ზიანის, პრევენციისს და შემცირებისთვის. ყველა ვხედავთ, რა ხდება ბოლო დღეებში საქართველოში, როდესაც თანმიმდევრულად უფასურდება ლარი, როდესაც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ტურისტული სექტორი, სასტუმროების აბსოლუტური უმეტესობის ჯავშნები პაქტიკულად 90 პროცენტით არის გაუქმებული, 20 პროცენტზე მეტით არის შემცირებული ავიაგადაზიდვები, უმძიმეს მდგომარეობაშია აღმოჩენილი კვების სექტორი, გადაზიდვების სამსახური.
უკვე ჩანს ყველა ნიშანი იმისა, რომ კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იქნება მძიმე. ამიტომ პრევენციული ზომები გატარდეს ახლავე, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება პროცესის კონტროლი. ჩვენი ხედვა გახლავთ ის, რომ საუბარია კონკრეტულად სამი გადასახადის შემცირებაზე. ეს არის საშემოსავლო გადასახადის შემცირება წელს სამი პროცენტით და გაისად კიდევ ორი პროცენტით, ანუ ჯამში წელს და გაისად ხუთი პროცენტით შემცირდეს საშემოსავლო. საუბარია ქონების გადასახადის განახევრებაზე და ქონების გადასახადი არ არის ცენტრალიზებული გადასახადი, მაგრამ თუ მთავრობა პარლამენტში შემოვა ამ ინიციატივით, პარლამენტს შეუძლია, მიიღოს შესაბამისი დადგენილება და მოუწოდოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განახევრდეს ქონების გადასახადი.'' - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






