დღეს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შეზღუდულ რეჟიმთან დაკავშირებით. მისივე თქმით საქართველოს ყველა მოქალაქე , ვინც დაბრუნდება გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან თუ ავსტრიიდან, ყველა 14 დღიან სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს გაივლის. ხოლო რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოაქალეებს, ისინი წარადგენენ ჯანმრთელობის, კორონავირუსის კვლევის ცნობას, წინააღდმდეგ შემთხევაში , ისინიც სავალდებულო საკარნატინო პერიოდს გაივლიან.
„მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტების რეჟიმი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან, ამ რეჟიმს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა ან ისიც გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს, გარდა ამისა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან რამდენიმე თვით. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






