კონგრესმენი ოპოზიციასა და მთავრობას შორის საარჩევნო სისტემაზე კომპრომისს დადებითად აფასებს.
"2002 წელს პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის პასპორტების დარიგებამ 2008 წელს რუსეთის ინტერვენციისთვის ნიადაგი შეამზადა. ახლა კი ვხედავთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საზღვარს ნელ-ნელა წევენ საქართველოს უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციისთვის. საქართველო და უკრაინა თავიანთი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან.
რუსეთი ორივე სახელმწიფოში იმის შიშით შეიჭრა, რომ მათ კარს თავისუფლება და დემოკრატია მიუახლოვდათ. უკრაინამაც და საქართველომაც დასავლეთთან, განსაკუთრებით, ნატო-სთან თანამშრომლობის ინტერესი გამოხატეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპაციას განაგრძობს, ამ კვირას ქართველმა მოკავშირეებმა დაამტკიცეს, რომ რუსეთის ოკუპაცია მათ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნებს ვერ შეაჩერებს.
დემოკრატია მარტივი არ არის, მას უნდა მოუფრთხილდე და მისთვის უნდა იბრძოლო, სწორედ ეს ხდება საქართველოში. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების, პროტესტისა და ქუჩაში ძალადობის შემდეგ ვიხილეთ პოლიტიკური კომპრომისი, რომელიც იშვიათი სანახავია ისეთ ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ სახელმწიფოშიც, როგორიც შეერთებული შტატებია. საქართველოში კიდევ არის ბევრი სამუშაო, მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლების უზრუნველყოფა და ბიზნეს გარემოს გაძლიერება," - განაცხადა კიზინგერმა.
მასალის გამოყენების პირობები






