"20 ივნისს მე ხალხის გადაწყვეტილებას დავუჭირე მხარი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ამ ოპოზიციის ნაწილი" - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 19:16, 11 Mar, 2020     726

„ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ახლა 30 მაჟორიტარს რომ თანხმდებიან და რომლებიც მაჟორიტარობის აპრიორი წინააღმდეგნი იყვნენ, მათ მინდა ვკითხო, საარჩევნო კამპანიას როგორ შეასრულებთ - კი არ მინდოდა, მაგრამ ხელისუფლებამ იძულებული გამხადა, ამიტომ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომ ახლა ამირჩიეთ და მერე აღარ გნახავთ?!“ - ასე ეხმაურება ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმებას პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და ამ შეთანხმებას შეხმატკბილებულ გარიგებას ადარებს.

„ 20 ივნისს მე ხალხის გადაწყვეტილებას დავუჭირე მხარი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ამ ოპოზიციის ნაწილი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძოდი ამ ოპოზიციას და ახლა მითუმეტეს გაათმაგებული ძალებით გავაგრძელებ, რადგან ეს ორი ძალა ძალიან ბედნიერები გამოიყურებიან ასე შეხმატკბილებულები.

გასაგებია, რომ 120 დეპუტატი სიით, ნამდვილად ჯობია ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ იმ დანჩენი 30-ის ბედი?!

ფაქტია, 10 მაჟორიტარს აძლევენ ქალაქებს, სადაც „ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური პირწმინდად წააგო და ახლა აქცენტები გადააქვს რეგიონებში, სადაც მანიპულირების მეტი საშუალება აქვს.

ამასთან იქმნება იმხელა ოლქები, სადაც მაჟორიტარები თავის ფუნქციებს უბრალოდ ვერ შეასრულებენ;

ან ერთმა კანდიდატმა როგორ უნდა „იომოს“ ხუთი გამგებლის წინააღმდეგ?

და როდესაც ამ ყველაფერზე თანხმდები, ე.ი. ხელისუფლებას აძლევ „ფორას“.

იმ ხელისუფლებას, რომელმაც ხან სამი თითი გვაჩვენა, ხანაც „თემა დახურა“...

მოკლედ, ახლა ვუყურებთ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით აღტკინებული ოპოზიციის და იმ უსუსური ხელისუფლების გარიგებას, რომელსაც დაპირების კი არა, მუქარის შესრულებაც არ შეუძლია“ - აცხადებს ჭიჭინაძე.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42