ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს - კორონავირუსის გამო ქვეყნის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება.
ბლუმბერგის მონაცემებით, ბოლო 48 საათის მდგომარეობით, ლარი დოლართან მიმართებაში 5 თეთრით გაუფასურდა. ექსპერტების შეფასებით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. მათი თქმით, ერთ-ერთ მიზეზად იტალიის წითელ ზონად გამოცხადება სახელდება.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იტალია ლიდერი იყო იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც დიდი ოდენობით ფულადი გზავნილების შემოსვლა ხდებოდა.
''მიზეზი სავარაუდოდ, არის დაკლებული გზავნილები, შემოსავალის შეჩერება ტურიზმიდან,ამას ერთვება მოლოდინების გაუარესება და პანიკა სავალუტო ბაზარზე. თუ გაგრძელდა ეს ტენდენცია, არავინ იცის სანამდე შეიძლება გაუფასურდეს. უნდა იმუშაოს მთავრობამ კომერციულ სექტორთან , ასევე ბიზნესსექტორთან,''-აცხადებენ ანალიტიკოსები.
მათი შეფასებით, ხელისუფლება ვერც შიდა და ვერც საგარეო შოკებს ვერ უმკლავდება. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს, სამოქმედო გეგმა არ გააჩნია და შესაბამისად, არც ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებას განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები






