ექსკლუზივი:კრიმინალის მფარველობა და "საქმის გარჩევა" სამტრედიის პოლიციაში - უწყების მაღალჩინოსანმა საგამოძიებო განყოფილების უფროს ცემა
პოლიტიკა - 16:26, 11 Mar, 2020     2073
სამტრედიის პოლიციის უფროსის მოადგილე, ლევან მიგინეიშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა - "ნიუპოსტისთვის" მიწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, მიგინეიშვილმა პოლიციის უფროსის კაბინეტში, საგამოძიებო სამსახურის განყოფილების უფროსი, ჯაბა ლელაძე ცემა. ჩვენი წყარო, ვარაუდობს, რომ ლელაძე იმ კრიმინალურ დაჯგუფებაზე გავიდა, რომელსაც სწორედ მიგინეიშვილი "კრიშავს".

„ლევან მიგინეიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილის ქმარია. თავის დროზე ის ამ თანამდებობაზე სწორედ კრიმინალური ავტორიტეების დახმარებით მოხვდა. შესაბამისად, შსს-ს მაღალჩინოსანი მათთან ვალშია. კრიშავს ე.წ. ბარიგებს და ე.წ. ქურდული სამყაროს მიმდევრებისთვის მწვანე შუქი აქვს ანთებული. ჩემი აზრით, ლელაძეც სწორედ მათთან გადაკვეთის გამო დაისაჯა“- აცხადებს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელიც ვინაობის გამხელას არ დათანხმდა.

„ნიუპოსტი“ ლევან მიგინეიშვილს ესაუბრა, როგორც მოსალოდნელი იყო, შსს-ს მაღალჩინოსანმა ლელაძის ცემის ფაქტი კატეგორიულად უარყო.

„სისულელეა, ჯაბა საგამოძიებოს უფროსია... არანაირი შემხებლობა მქონია. ვძმაკაცობთ ერთმანეთთან. რა უნდა დაგიდასტუროთ?!“- გვითხრა მიგინეიშვილმა.

ინცინდეტნს უარყოფს ჯაბა ლელაძეც:

„არა ბატონო... მცდარი ინფორმაცია გაქვთ. მიმართეთ პრესცენტრს“.

ცნობისთვის, ლევან მიგინეიშვილის გვარმა არაერთ გახმაურებულ საქმეში გაიჟღერა. რამდენიმე წლის წინ, სამტრედიაში და შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ 37 წლის ალეკო ქავთარაძე ჩვენების მიღების მიზნით ფეხში დაჭრა. სკანდალური ინფორმაციის გაჟღერებისა და ხმაურის შემდეგ, ფეხში დაჭრილმა ალექსანდრე ქავთარაძემ ვანის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ ჭრილობა უცნობმა პირმა მიაყენა.

მიგინეიშვილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე „ნიუპოსტთან“ რამდენიმე თვის წინ ისაუბრა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც სამტრედიის პოლიციის თანამშრომლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის გატაცებასა და 12 წლის მოზარდზე ძალადობაში ამხელდა.

ახალგაზრდა ქალი ამბობდა, რომ სამტრედიის პოლიციის უფროსის მოადგილის, ლევან მიგინეიშვილის უშუალო ბრძანებით მას პოლიციის განყოფილება ისე დაატოვებინეს, რომ არცერთი კითხვისთვის პასუხი არავის გაუცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42