''რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი?'' - ჭიჭინაძე მმართველ გუნდს
პოლიტიკა - 14:53, 11 Mar, 2020     826

პოლიტიკური მოძრაობა ''ტრიბუნას’’ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ დღეს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განმარტა ის ჯაჭვური რეაქციები რომლიც მსგავს ფორსმაჟორულ სიტუაციაში შესაძლოა მიიღოს საქართველოს მთვარობამ.

''გასაგებია ექიმები რომ გვაფრთხილებენ, სახლიდან არ გამოხვიდეთო და მათი სფეროდან გამოდინარე ეს ასეც უნდა იყოს.

მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი?'' - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე განცხადებით, შეიძლება დარჩეს ვალდებულებები, რომელის წინაშეც ადამიანები იქნებიან უძლურები.

''ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი რეალობა, როდესაც ერთ მხრივ დაგვრჩება ვალდებულებები რომელთა შესრულებასთან მიმართებაშიც, ადამიანები იქნებიან უძლურები, მეორე მხრივ კი სტრუქტურები, რომლებიც ამ კრიზისზე გამდიდრებას შეეცდებიან.

და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ დროს?!

მითუმეტეს, რომ ქვეყანაში მარაგები არ არსებობს;

ჯანდაცვის სფერო დღეს აბსოლუტურად კომერციალიზებულია და არავინ მათ არ ზღუდავს;

ბანკებთან მიმართებაში კი, ადამიანების ვალდებულებების შეცვლა არც კი განიხილება.

ანუ, სახელმწიფოს ფაქტიურად ფორს მაჟორის წინაშე მოუწევს დადგომა, ჩვენ კი არც სახელმწიფოს ფუნქცია ვიცით ასეთ მდგომარეობაში და არც ის, ვინ უნდა მართოს კრიზისულ სიტუაციაში.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზეც მხოლოდ ის გვითხრეს 2-3 დღეში გეტყვით რას ვიზამთო და აქამდე ერთმანეთთან კომუნიკაცია ვინ დაუშალა?!

მოკლედ, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებულ ფინანსებზე და მათ სწორედ განკარგვაზე გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ, პარლამენტში და შემდეგ მთავრობა ასრულებს, არ მგონია დღეს ისეთი დალხენილი სიტუაცია გვქონდეს, რომ ამ ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები არ იყოს ჩვენთან შესათანხმებელი.

მითუმეტეს რომ ამ პარლამენტში არა მარტო ბანკირების, ხალხის წარმომადგენლებიც არიან.

ამიტომ ვფიქრობ, ეკონომიკური, ფინანსური პროფილის კომიტეტები, პარლამენტი ზოგადად მთავრობასთან ერთად დაინტერესებული უნდა იყოს შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ისეთ თემებზე, თუ რა ნაბიჯებს დგამს მთავრობა, რა რეზერვებს აგროვებს, სად არის ფული აკუმულირებული და როგორ ვაპირებთ ცხოვრებას ამ ფორს მაჟორულ სიტუაციაში.

რის შემდეგაც უკვე მოხდება მოსახლეობის ინფორმირება, ისევე როგორც ვიღებთ ინფორმაციებს დაინფიცირებული ადამიანების შესახებ. ''- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42