კახა კალაძემ მეწარმეებს პოლიეთილენის პარკების მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა
პოლიტიკა - 12:25, 11 Mar, 2020     727

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეწარმეებს პოლიეთილენის პარკების მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა და მოუწოდა, აკრძალული პროდუქცია კანონთან შესაბამისობაში არსებული ალტერნატიული პარკებით ჩაანაცვლონ.

კახა კალაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კანონით აკრძალული, თუმცა კანონდარღვევით ჯერ კიდევ მიმოქცევაში არსებული პოლიეთილენის პარკების საკითხს შეეხო.

როგორც მან აღნიშნა, მეწარმეებისთვის პირველ ეტაპზე მიცემული გაფრთხილებების მიუხედავად, გაფრთხილებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდარღვევის 48 შემთხვევა გამოავლინა.

„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ეკოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება მხოლოდ მწვანე სივრცეების შექმნით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის მერიას ეკონომიკურ ბაზარზე პოლიეთილენის პარკების გაკონტროლება დაევალა. კანონითაა დადგენილი, რომ პოლიეთილენის პარკების გამოყენება იკრძალება. ეს არის საზიანო გარემოსთვის, ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. პირველ ეტაპზე, მეწარმეებს მიეცათ გაფრთხილება, პოლიეთილენის პარკების მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაფრთხილებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 350 ობიექტი შეამოწმა. გამოიწერა სამართალდარღვევის 48 ოქმი. დაჯარიმდნენ მეწარმეები - ისინი, ვინც გაფრთხილებით გათვალისწინებულ ვადაში არ მოახდინეს რეაგირება და მათი საქმიანობა კანონით გათვალისწინებულ წესებთან და პროცედურებთან შესაბამისობაში არ მოიყვანეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნული მიმართულებთ, აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას და მოვუწოდო, სანამ მათი შემოწმება, ჯარიმის გამოწერა და პროდუქციის კონფისკაცია მოხდება, დროულად მოახდინონ ამ პროდუქციის ამოღება. ადგილობრივ ბაზარზე კანონთან შესაბამისობაში არსებული ალტერნატიული პარკების წარმოება უკვე დაწყებულია და მათ აქვთ შესაძლებლობა, ჩაანაცვლონ ეს პოლიეთილენის პარკები. მუნიციპალურ ინსპექციას მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო და მოგიწოდოთ, რომ გააგრძელოთ ეს საქმიანობა. ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის პრობლემა, ეს არის ყველა ადამიანის პრობლემა, როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, წინსვლაზე, მომავალზე. ეს არის პრობლემა, რომელიც გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, გააგრძელეთ მუშაობა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42