საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, უამრავი ხანძრის კერა იყო, სალხინოში კი სასაფლაო გადაიწვა
პოლიტიკა - 23:56, 10 Mar, 2020     634
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, უამრავი ხანძრის კერაა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დღის მანძილზე ხანძრები მძვინვარებდა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში სამაშველო სამსაზხურები ხანძრის კერების ადგილას 59-ჯერ გავიდნენ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ხანძრის კერებია კოდორის ხეობაშიც, თუმცა, დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება.


ხანძრის კერებია წალენჯიხის მთის ფერდობზეც, იწვის მონაკვეთი ჯვარი-მესტიის გზის გასწვრივაც, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ხანძარმა, ფაქტობრივად გაანადგურა სასაფლაო - სოციალურ ქსელში ფოტო ტვ პირველი არხის სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელმა ნატო ბერულავამ გამოაქვეყნა.
ხანძარი იყო ასევე გომბორზე, თიანეთთან, იმერეთში, დედელაურში ხოლო გურიაში სოფელ ვაკიჯვარში. ასევე, ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" სამოქალაქო საპატრულო ჯგუფმა დღეს გადაიღო ხანძრის კერა ოკუპირებულ შიდა ქართლში, ბერშუეთთან.
ამ დროისთვის ხანძრის კერები საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, სრულად ლიკვიდირებულია. დღის მაძილზე ტყის ხანძრებზე მობილიზებული იყო 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობდნენ. მათ ჯამში 200-მდე გაფრენა განახორციელეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42