თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა კონცერტი გამართა
საზოგადოება - 15:00, 02 Nov, 2013     2089

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა კონცერტი გამართა. საღამო "ჯარის მეგობართა საზოგადოების" ფორმატის ფარგლებში ჩატარდა. დასს დირიჟორობა პოლკოვნიკმა პავლე ფირცხალაიშვილმა და უფროსმა ლეიტენანტმა კობა მერმანიშვილმა გაუწიეს. 

საღამო ალექსანდრე მაჭავარიანის ქართული საზეიმო უვერტიურით გაიხსნა, რომელიც კომპოზიტორის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. შესრულდა ქართული სიმღერების პოპურიც. დღევანდელი კონცერტი რამდენიმე სიახლითაც გამოირჩეოდა. სასულე ორკესტრის აკომპანირებით, პიანისტმა ნათია ღაღანიძემ ამერიკელი კომპოზიტორის ჯორჯ გერშვინის „ცისფერი რაფსოდია“ შეასრულა. სამხედრო მუსიკოსებმა ესტონეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ პეეტერ საანის დირიჟორობით, ესტონელი კომპოზიტორის რეინ რანაპის „ბრძოლა“ და ესტონური მარშებიც დაუკრეს.

მუსიკალურ საღამოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ასევე საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ წევრები და საზოგადო მოღვაწეები.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი 1991 წელს დაარსდა. თავდაცვის სამინისტროს მუსიკალურმა დასმა 2008 და 2009 წლებში ქ. სუმში (უკრაინა) გამართულ სამხედრო ორკესტრების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სამხედრო მუსიკოსები რეპერტუარს ქ. მონსში (ბელგია) 2014 და 2015 წლებში დაგეგმილ ნატოს ჯარების სასულე ორკესტრების ფესტივალზეც შეასრულებენ. სასულე ორკესტრის ბრასს-კვინტეტი მომავალ წელს მიწვეულია რიგაში კონცერტის ჩასატარებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42