ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებაზე ქართული ოცნების მიერ შემშავებულ ვერსიას ეხმაურება, მისივე თქმით ხელისუფლება ცდილობს ოლქების რაოდენობის შემცირებას, იქ სადაც განსაკუთრებით უჭირთ, ესენია იმერეთი და თბილისი. ბაქარაძე აესვე მოუწოდებს მმართველ ხელისუფლებას რომ დაიწყოს კონსულტაციები ოპოზიციასთან, როგორც საარჩევნო საკითხებზე ასევე ოლქების გადანაწილებაზე.
"როგორც ჩანს გავლილმა თვეებმა ხელისუფლებას ვერ გამოატანინა სწორი დასკვნა, რომ ოპოზიციის გარეშე საარჩევნო სისტემის მოფიქრებას და ამ სისტემაზე ხელისუფლების ვერსიებით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ მივმართავ ოცნებას, ოლქებზეც და ყველა სხვა საკითხზეც უნდა გაიმართოს კონსულტაციები ოპოზიციასთან. საბოლოო შეთანხმება ღირებული იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მას დაეთანხმება ოპოზიცია და ეს იყო ამ განვლილი თვეების კრიზისის მთავარი გაკვეთილი და მთავარი მოთხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ჩვენ ასეთი კონსულტაციებისთვის მზად ვართ უახლოესი დღეების განმავლობაში," - ამბობს ბაქრაძე.
მისივე განცხადებით, საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება:
თბილისი - 7, აჭარა - 3, გურია - 1, სამეგრელო 3, რაჭა -ლეჩხუმ- სვანეთი - 1, იმერეთი - 4 , შიდა ქართლი -2, კახეთი - 3, ქვემო ქართლი - 3, სამცხე- ჯავახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1.
შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილები და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.
ინფორმაციის მიხედვით, ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები






