'' მაინცდამაინც ელჩებმა უნდა გამოიტანონ შიდა სამზარეულოში ნათქვამი ამბები?''- გოცირიძე სახელისუფლებო მოლაპარაკებაზე
პოლიტიკა - 15:20, 10 Mar, 2020     706

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე გამოეხმაურა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას, მისივე თქმით პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიების შეწყვეტა იყო მოლაპარაკების მთავარი ნაწილი, ამის გარეშე შეთანხმება არ არსებობს.

„საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება იყო პაკეტში. ერთი ითვალისწინებდა კონსტიტუციის შეცვლას და მეორე -პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამ მოლაპარაკებას ესწრებოდა უამრავი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, როცა ყველა ამბობს ერთსა და იმავეს, რატომ არ უნდა გჯეროდეთ მათი, მაინცდამაინც ელჩებმა უნდა გამოიტანონ შიდა სამზარეულოში ნათქვამი ამბები? პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი და ამის გარეშე შეთანხმება არ არსებობს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რაც აიღო საკუთარი ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. იმ შემთხვევაში თუ შეთანხმების სრული პაკეტი არ იქნა მოყვანილი სისრულეში ერთად, მაშინ ეს შეთანხმება არ არსებობს და ის რომ პოლიტპატიმრებზე იყო საუბარი, მათ შორის, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარე ადასტურებს და ელჩების დასტური თუ უნდა „ქართულ ოცნებას“, ეს იქნება ძალიან ცუდი რამ, ვინაიდან შიდაპოლიტიკურ პროცესებში ისინი არ ერევიან, თუმცა, ყველამ კარგად იცის , რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური რესპრესიები და გვყავს პოლიტიკური პატიმრები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42