ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა."ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც მიღწეულ იქნა 8 მარტს, საქართველოში, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, 2020 წლის საარჩევნი სისტემსთან დაკავშიებით, რამაც წერტილი დაუსვა გაურკვევლობას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და რაც ხსნის გზას პოლიტიკური დებატების დეპოლარიზაციისაკენ ამ წელს დანიშნული არჩევნებამდე პერიოდში. მოლაპარაკებებს ხელის შეუწყო საქართველოში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა, მათ შორის ევროპის კავშირიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და ევროპის საბჭოდან.
ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პარლამენტის მიერ შეთანხმების პირობების მიღებას ისევე, როგორც სხვა აუცილებელი ცლილებების გატარებას საარჩევნო კანონმდებლობაში, საერთშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით. ევროპის საბჭო, ვენეციის კომისის ჩათვლით, გააგრძელებს საკუთარი დახმარების შეთავაზებას საქართველოს ხელისუფლებასთვის ამ პროცესის წარმატებით დასასრულებლად.
ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ პოლიტიკური პარტიების მისწრაფებას მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და სასამართლო და საარჩევნო პროცესების გაუმართლებელი პოლიტიკური ჩარევებისგან დაცვასთან დაკავშირებით. ეს ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი დებულებებისა და ევროპის საბჭოს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ სტანდარტების შესრულებას".
მასალის გამოყენების პირობები






