''წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ოპოზიცია შეთანხმებიდან გავიდეს რაღაცა მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით’’- მდინარაძე
პოლიტიკა - 14:25, 10 Mar, 2020     598

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ მოლაპარაკების შესაძლო ჩაშლას. მისივე თქმით არ არსებობს არგუმენტის რის საფუძველზეც უნდა გავიდეს ოპოზცია მოლაპარაკებიდან.

''შეთანხმების ჩაშლის არანაირ საფრთხეს არ ვხედავ. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ოპოზიცია შეთანხმებიდან გავიდეს რაღაცა მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით,’’- მდინარაძე.

მდინარაძის განმარტებით, თუ ოპოზიცია შეთანხმებიდან გასვლას მაინც გადაწყვეტს, მათ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ რაც ითვალისწინებს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე მიზეზების ახსნა.

"მე პირადად ამ შეთანხმების ჩაშლის არანაირ საფრთხეს არ და ვერ ვხედავ, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს ჩვენს ოპონენტებს. ისინი დღეს აპელირებენ, თითქოს შეთანხმება შედგა იმაზე, რომ პოლიტიკოსები ჩაერეოდნენ მართლმსაჯულების კონკრეტულ საკითხებში. არადა, შეთანხმება შედგა საპირისპირო რამეზე, რომ პოლიტიკა და პოლიტიკოსები მართლმსაჯულებაში არ ჩაერევიან. ეს ასე ხდებოდა ადრეც და ეს ასე უნდა მოხდეს მომავალშიც. საზოგადოებას თავიანთი ხელით კიდევ ერთხელ წააკითხონ ის, რაც შავით თეთრზე დაიწერა. ამის იქით შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ გავიდნენ იმ შეთანხმებიდან, რომელიც ვითომ პირველ დღეს გაუხარდათ და იზეიმეს, ეს მათი პოლიტიკური რისკია. მერე ელაპარაკონ ქართულ საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს, რომელთა დიდი ძალისხმევით მოხდა ამ შეთანხმების მიღწევა. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ შეთანხმებიდან გავიდნენ რაღაცა მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით. ამას ისინი ვერ შეძლებენ და თუ შეძლებენ, გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს. თუ მათი მიზანია, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში აიღოს 70-80%, ღმერთმა გაუმარჯოთ, ამ ლეგიტიმაციას ბოროტად არ გამოვიყენებთ,"- განაცხადა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42