''ჩემთვის არ დაუვალებია, წადი და შენი დაბინავებისთვის იზრუნეო''- ჭიჭინაძე ქართულ ოცნებაზე
პოლიტიკა - 14:10, 10 Mar, 2020     765

პოლიტუკური მოძრაობა ''ტრიბუნას'' ლიდერი დავით ჭიჭინაძე გამორიცხავს მმართველ გუნდთან შეხვედრას. მისივე თქმით, მმართველ გუნდს თავის დაძვრენის საშუალებას არ მისცემს.

ჭიჭინაძის განმარტებით, მოსალოდნელი არც უნდა ყოფილიყო მმართველი გუნდიდან პროპორციული არჩევნების სისტემის დაიგნორება.


''ხალხმა რაც 20 ივნისის შემდეგ მოიპოვა, ეს პროპორციული არჩევნები იყო, ოცნების“ ხელისუფლებამ კი, ხალხის მიერ მოპოვებული ეს გადაწყვეტილება ისევე დააიგნორა, როგორც ყველა საარჩევნო დაპირება. ამიტომ არ მიმაჩნია სწორად ხელისუფლებასთან შეხვედრა, რადგან ხალხს ჩემთვის არ დაუვალებია, წადი და შენი დაბინავებისთვის იზრუნეო.

თანაც, რასაც ახლა ვუყურებთ, არის დაუსრულებებლი არითმეტიკა - 15 მიმატე, 20 გამოაკელი- არც ლოგიკაა ამაში და არცარგუმენტები. მითუმეტეს რომ, თუ ხალხი არ გაძლევს ხმას, ხელისუფლებაში ვერანაირი ფორმულით ვერ მოხვალ.


ზოგადად კი, სხვა მოლოდინი არც უნდა ყოფილიყო, რადგან „ოცნებას“ განაგებს კობახიძე-კალაძის ტანდემი, რომელთა პოლიტიკური ცნობიერება იმდენად დაბალია, რომ საერთოდ ვერ გაითვალისწინეს რამხელა წნეხი და ზეწოლა წამოვიდოდა დასავლეთიდან და ისევ თავიანთი იაფფასიანი ტრიუკებით უნდოდათ მოსხლეობის გადაგდება.


სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ არც ივანიშვილის ჰქონია არანაირი წარმოდგენა პოლიტიკაზე და ქვეყნის პოლიტიკას სწორედ ამ კობახიძე-კალაძის თვალებით უყურებს.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების იქ მისვლას – როგორც მახსოვს, თავის დროზე, „გირჩს“ და „ქართულ ოცნებას“ ერთნაირი ხედვები ჰქონდათ მარიხუანასთან დაკავშირებით. მე ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი განაყოფიც საკამოდ კარგად თანამშრომლობს „ოცნებასთან“, კომფორტულად არიან... როგორც ჩანს, მათ ოპოზიციაში ყოფნა არ მოსწონთ და ალბათ, ხელისუფლების კალთის ქვეშ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს.
მაგრამ მაინც ვურჩევდი, ჯობს, დაანებონ საარჩევნო მოდელებზე საუბრას თავი და მიხედონ იმ დაპირებებს, რომელსაც არჩევნების დროს იძლეოდნენ. ხალხს ადარდებს მძიმე ეკონომიკური პრობლემები და არა საარჩევნო არითმეტიკა.''- განაცხადა ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42