თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამრთლის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის გზით, მამუკა ხაძარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამრთლო პროცესზე ადამიანთა გარკვეული ნაწილის დასწრება შეიზღუდება.
სასამართლო პროცესზე დასწრება შეეძლებათ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სხვა მოქალაქეებისთვის კი ეს შეზღუდული იქნება. მოსამართლის განცხადებით, ეს უკავშირდება კორონავირუსის პრევენციას. დღევანდელი, 10 მარტის საქმის განხილვა, დაწყებიდან მალევე გაურკვეველი ვადით გადაიდო ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის გამო.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოს პროცესებზე დამსწრებ მოქალაქეებს მიმართა, გარდა აუცილებლობისა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე თავი შეიკავნონ.
უმაღლეს საბჭო ითვალისწინებს ვირუსის შესახებ გავრცელებულ რეკომენდაციებს და სასამართლოებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული თანამშრომლები კი იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ვირუსის პრევენციის გზით ჩატარებული პროცესების შემდეგ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






