43 წლის მამაკაცმა 16 წლის გოგონა გაუპატიურა, არასრულწოვანი ძალადობის შემდეგ დაფეხმძიმდა - საზარელი ფაქტი გურჯაანში
სამართალი - 12:37, 10 Mar, 2020     2829

5 მარტს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა არასრუწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე. სასამართლომ ბრალდებული, 1979 წელს დაბადებული ი. ბ., დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებული არასრულწლოვნის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის #HRC კახეთის ოფისის იურისტი - ლია ხუროშვილი იცავს.

40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის არასრულწლოვანი მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე ადანაშაულებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის ივნისში დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა. მან ბავშვი 2019 წლის 31 მაისს გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ მსჯავრდებული ი. ბ. ბავშვის ბიოლოგიური მამაა.

მომხდარის გახმაურების შემდეგ, დამნაშავის სასაჯელისგან თავის არიდების მიზნით, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ,,ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს“.

გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობდა, რაც 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

საქართველოში ქალთა და არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ხასითის დანაშაულები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრობლემა, მეტწილად, მსგავსი დანაშაულების ბუნებიდან და საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპებიდან მომდინარეობს. აღნიშნულს მეტად ართულებს ენობრივი ბარიერი და ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებსა და სოფლებშია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება როგორც აღნიშნული საქმის გასახსნელად საგამოძიებო უწყების აქტიურ მუშაობას, ისე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მსგავსი სახის დანაშაულების პრევენციისთვის სამართალდამცავთა რეაგირებასა და დამნაშავეთა დასჯას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს, მაგრამ ასევე აუცილებელია, ხელისუფლებამ გააძლიეროს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პრევენციული მექანიზმები, სისტემური და კომპლექსური მეთოდებით. აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებზე და აღნიშნულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება დაიგეგმოს მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42