კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ინტერნეტსა თუ ტელევიზიებში გავრცელდა ინფორმაცია ხელების სწორად დაბანის შესახებ. თუმცა Menshealth.com საუბრობს, რომ კორონავირუსი სიცოცხლეს უსულო ზედაპირზეც ახერხებს, ისეთებზე, როგორიცაა ლითონი, შუშა ან პლასტმასი. სტატია ეფუძნება 2020 წლის გერმანულ კვლევას, რომლის მიხედვითაც უსულო ნივთებზე კორონავირუსი 9 დღემდე რჩება.
რა არის ნივთი, რომელსაც აქვს ლითონი, შუშა თუ პლასტმასი და რომელსაც დღის განმავლობაში სახეზე ვიდებთ? მობილური ტელეფონი, რომელიც შესაძლოა კორონავირუსის მატარებელი იყოს. ზემოაღნიშნულ კვლევაში, რომელიც Journal of Hospital Infection-ში გამოქვეყნდა, მვკლევარებმა გაითვალისწინეს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), ახლო აღმოსავლური რესპირატორული სინდრომი (MERS), ენდემური ადამიანის ბეტა კორონავირუსი (HcoV).
რას გვთავაზობენ კვლევარები?
აუცილებელია ნივთის ზედაპირის დეზინფექცია ხსნარით, რომელიც შეიცავს 0.1% კალიუმის ჰიპოკლორიტს ან 62-დან 71% ეთანოლს. მკვლევარების აზრით, ეს შეამცირებს ზედაპირის ინფექციურობას. კორონავირუსის ზემოაღნიშნული ტიპებზე მოქმედი ეს მეთოდი გერმანელ მკვლევარებს ახალი კორონავრისუსისთვისაც გამოსადეგად მიაჩნიათ.
„თქვენ არ უნდა დააცემინოთ ტელეფონზე, რადგან ასე მტკივნეული-გავლენის მქონე ორგანიზმებს გადაიტანთ.“ - აღნიშნავს არიზონას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი ჩარლზ გებრა. „რაც ჩვენ გავარკვიეთ ვირუსის მოძრაობასთან დაკავშირებით არის ის რომ, თქვენ ეხებით ზედაპირს, რომელზეც ვირუსი ცოცხლობს და შემდეგ იგი გადაგაქვთ თქვენს მობილურზე, შემდეგ მიდიხართ სახლში ან სხვა ადგილზე და კვლავ ეხებით მობილურს, რის შემდეგაც სხვა ნივთს შეეხებით და ვირუსი ზედაპირზე ვრცელდება.“
მასალის გამოყენების პირობები