"ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება და გამოვიყვანოთ საქართველო ამ ჩიხიდან"- ოპოზიციის ერთობლივი განცხადება არჩევნებზე, შეთანხმებასა და პოლიტპატიმრებზე
პოლიტიკა - 16:08, 09 Mar, 2020     788
საარჩევნო სისტემის გარშემო გაერთიანებბულმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემაზე, ხელისუფლებასთან შეთანხმებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საერთო განცხადება გაავრცელა, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:


"საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობით, შეთანხმება შედგა. დიდი მადლობა აშშ-ს, ევროკავშირის, გერმანიის ელჩებს და ევროსაბჭოს წარმომადგენელს, ასევე საქართველოს ყველა მეგობარს, რომელთაც ცდა არ დაუკლიათ ამ შეთანხმების მისაღწევად.

შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საკვანძოა დაძაბულობის განსამუხტად და საქართველოსთვის იმ რისკების ასაცილებლად, რასაც უაღრესად დაძაბული გარემო და პოლიტპატიმრების არსებობა ქმნის. ბუნებრივია, მოლაპარაკებების პროცესის საბოლოო ტესტი, ამ შეთანხმების შესრულება იქნება.

ქართული საზოგადოების დაკვეთა სრულად პროპორციული არჩევნების მიღწევა იყო. 20 ივნისსა და შემდგომ პერიოდში აქტივისტთა ახალი თაობის ძალისხმევით, მთელი საზოგადოება გაერთიანდა, პროპორციული არჩევნების მისაღწევად.

ბუნებრივია, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინტერესი სრულად პროპორციული არჩევნების მიღება იყო და ასეთად რჩება, მაგრამ გვესმის, რომ ამ საკითხზე გონივრული კომპრომისის მოძებნა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის. ასეთი კომპრომისი მოიძებნა.

მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შეთანხმების დოკუმენტში აღნიშნულია არამარტო პროპორცია პარტიულ სიებსა და მაჟორიტარებს შორის (120/30ზე) და საარჩევნო ბარიერი, არამედ ახალი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების მყარი კრიტერიუმები და ვადები.

ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ ვერ თანხმდებიან იმ პირთა პოლიტიკურ სტატუსზე, ვინც დაპატიმრებულები არიან 20 ივნისს და მის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო. ოპოზიცია მათ ბუნებრივია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, ხელისუფლება ამას არ აღიარებს. თუმცა, მხარეები შეჯერდნენ ერთობლივ დოკუმენტში იმაზე, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა იმგვარად, რომ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ჰქონდეს განცდა რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებისთვისაა გამოყენებული, საკვანძოა ვითარების განმუხტვისთვის.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ამ შეთანხმების შესრულება, როგორი განსხვავებებიც არ უნდა იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მოვუწოდებთ პრეზიდენტს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ხელი შეუწყონ ამ საკითხის სწრაფად გადაჭრას მათ ხელთ არსებული ლეგიტიმური ინსტრუმენტების გამოყენებით რათა გიორგი რურუამ, გიგი უგულავამ, ბესიკ თამლიანმა და ირაკლი ოქრუაშვილმა დროულად დატოვონ საპატიმროები. პოლიტიკური პროცესის სანდოობისა და დადებული შეთანხმების შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანია რომ აღარ მოხდეს ამ ადამიანთა მიმართ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდგომი გადახედვა ან სხვა პოლიტიკური საქმეების მეშვეობით მათი საპატიმროებში დაბრუნება. ასევე მნიშვნელოვანია რომ სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ არ გადაიდგას ახალი რეპრესიული ნაბიჯები.

არჩევნები უნდა იყოს იდეებისა და შეხედულებების ჭიდილი იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. საქართველოს მოქალაქეები უნდა წყვეტდნენ თუ რომელ გზას დაუჭერენ მხარს.

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი არჩევნების გზით შევცვალოთ ეს ხელისუფლება და გამოვიყვანოთ საქართველო ამ ჩიხიდან. არასდროს დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა და დავამკვიდროთ მრავალპარტიული პარლამენტარიზმის ტრადიცია"- ნათქვამია განცხადერაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42