საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს.
„მე არ განმიხილავს მაჟორიტარად კენჭისყრა. რა თქმა უნდა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ამ პარტიების მიერ საუბარი იქნება. არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად შევეცდები, რომ შევმატო. რა სტატუსით და რა ფორმით, ამაზე ვმუშაობ. ჩემი მიზანია, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია. არ შეიძლება საქართველო წლების განმავლობაში მოძრაობდეს რაღაც გაუგებარი დაპირისპირების ფონზე, ერთმანეთის წინააღმდეგობით იყოს პოლიტიკური პროცესი განპირობებული და არა რაღაც მიზნისთვის. ესაა ჩემი მიზანი, როგორ მივაღწევ, ამას ვნახავთ.
მჯერა, რომ ოპოზიციური ერთობა ჩამოყალიბდება მაჟრიტარობაზე. მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად, მე მინდა უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რომელზეც მქონდა საუბარი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი ნიშნავს, რომ იმ უბანში ვიქნები ჩაკეტილი“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






