საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე პოლიტიკურ კონსულტრაციებს შეუერთდა.
ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ოპოზიციის დაუღალავმა შრომამ და კვალიფიკაციამ შედეგი გამოიღო.
„მინდა, ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის ნანატრ გზაში, რომ ბოლოს და ბოლოს არჩევნები იყოს შეჯიბრება პოლიტიკოსებს შორის და არა ხმების მოპარვა, ვუთხრა მადლობა და მივულოცო. პრინციპული ბრძოლით, თქვენ მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოაგდოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო“"- მიმართა ოპოზიციას მეოთხე პრეზიდენტმა.
მანამდე კი მარგველაშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა ოფისის გარეთ შეკრებულ ჟურნალისტებთან.
"მინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის ძალიან დიდი ხნის ნანატრ გზაში, რომ ბოლოს და ბოლოს, არჩევნები იყოს შეჯიბრება პოლიტიკოსებს შორის და არა ხმების მოპარვა, ვუთხრა მადლობა და მივულოცო",- თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






