ქრთამი 20 000 ლარის ოდენობით საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ - დაკავებულია პროკურორი
სამართალი - 14:02, 09 Mar, 2020     2367
კორუფციის ფაქტი პროკურატურაში - დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორი. მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ დაკავებულმა საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, ბრალდებულის ოჯახს 50 000 ლარი მოსთხოვა. პროკურატურის ცნობით, პროკურორი მაშინ დააკავეს, როცა მან ოჯახს 20 000 ლარი გამოართვა.
"საქართველოს გენერალური პროკურატურის, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ., დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ, არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან,პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულ დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა მიმართავს, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურა კორუფციულ დანაშაულზე ახორციელებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას და შეურიგებელია მსგავსი ხასიათის დანაშაულების, მათ შორის, განსაკუთრებულად პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის მიმართ და ზემოხსენებული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში პროკურატურას ექნება უმკაცრესი რეაგირება.
ასევე, ვთხოვთ საზოგადოებას, მსგავსი ფაქტების და ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულის აღკვეთის და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას"- აცხადებსნ უწყებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42