"შეთანხმება შედგა! რამდენად ისტორიული იქნება ეს შეთანხმება, დრო, ყველას ერთად მონდომება და პასუხისმგებლობა გვაჩვენებს" - ანა რეხვიაშვილი
პოლიტიკა - 11:30, 09 Mar, 2020     963
პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს'' დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი ანა რეხვიაშვილი საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ "გუშინ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ივნისის თაობამ, რომელმაც სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესი შექმნა ქვეყანაში და ევროპული მომავლის ჩაუხერგავი კალაპოტი გაუჭრა საქართველოს".

რეხვიაშვილი ამბობს, რომ "გუშინ, დარწმუნდა ყველა, ქვეყნის შიგნით და გარეთ, თუ რა დიდი ძალა გაქვს, მაშინ, როდესაც გერდით გიდგანან მოკავშირეები, სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები."

"შეთანხმება შედგა.

ამ ინფორმაციამ და ემოციამ გადაურბინა გუშინ ბოლო 30 წლის მანძილზე და ამ დრომდე ვერ შეთანხმებულ საქართველოს.

ამ ინფორმაციამ და განცდამ გადაურბინა გუშინ მთელ ქვეყნიერებას და მსოფლიო პოლიტიკურ დედაქალაქებს.

გუშინ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ივნისის თაობამ, რომელმაც სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესი შექმნა ქვეყანაში და ევროპული მომავლის ჩაუხერგავი კალაპოტი გაუჭრა საქართველოს.

გუშინ, დარწმუნდა ყველა, ქვეყნის შიგნით და გარეთ, თუ რა დიდი ძალა გაქვს, მაშინ, როდესაც გერდით გიდგანან მოკავშირეები, სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები.

,,გამარჯვებული საქართველოს'' სახელით და პირადად, უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში და ელჩს ბატონ კარლ ჰარცელს, რომელმაც საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტის საკითხი სრულიად პანევროპული სივრცის საკითხად აქცია და შეთანხმება მოიტანა.

უდიდესი მადლობა აშშ-ის ელჩს საქართველოში ქალბატონ კელი დეგნანს , სახელმწიფო დეპარტამენტს, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფს, თანათავმჯოდმარე ადამ კინზინგერს, კონგრესმენენებსა და სენატორებს, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს და შეაქვთ ქართული სახელმწიფოს მომავლისათვის.

დასაფასებელია პოლიტოკოსთა უფროსი თაობის ერთიანი ნება და მაღალი პოლიტიკური კულტურა ამ შეთანხმების მიღწევაში, რადგან 30 წლის შემდეგ პირველად გაჩნდა შანსი, რომ დამანგრეველი პოლიტიკური ქარტეხილების გარეშე შეძლოს საქართველომ გააგრძელოს სვლა მომავალში.

ვაფასებ არჩილ თალაკვაძის პოლიტიკურ ხაზს მმართველ ,,,ოცნებაში'' და როდესაც ეს ხაზი ბოლომდე და თანმიმდევრულად მივა, თავადაც დარწმუნდებიან, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად , მათ გაამარჯვებინეს ქვეყანას და არა ერთ შეძლებულ მმართველს, რომლის გავლენა ახალგაზრდების, ხალხის, დემოკრატიული პრინციპების და ნების წინაშე სრულიად არაფერია.

შეთანხმება შედგა და გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, რომელსაც ცალკე პოსტი მინდა მივუძღვნა და ბევრ დეტალს შევეხო, არა როგორც დაინტერესებულმა პირმა და პოლიტოკოსმა,რომლის პარტიის თავმჯდომარე პოლიტპატიმარია, არამედ იმ სრულიად მკაფიო სიცხადისათვის, რომ :

_ აბსოლუტურად შეუთავსებელია ერთმანეთთან დემოკრატია და პოლიტიკური რეპრესიები, დემოკრატია და პოლიტიკური პატიმრები.

_კატეგორიულად მიუღებელია საქმის პროკურორი შემდეგ მსაჯულად იქცეს და საპყრობილეში ამწესებდეს ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერს;

_კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს აპატიმრებდე, იმიტომ რომ გაწუხებს პოლიტიკური შიშები, იმიტომ , რომ შენ გინდა ასე და ყველა მიუღებელი ხერხით ცდილობდე მის საპყრიბილეში დიდხანს ჩატოვებას;

_ კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული ტელევიზიის თანადამფუძნებელს აპატიმრებდე მხოლოდ ამიტომ.

_ კატეგორიულად მიუღებელია ასე მოექცე ივნისის ბიჭებს, ღირსების ბიჭებს, გაუტეხელ თაობას, იმიტომ, რომ შენ სხვაგვარად ფიქრობ, ან სხვა დედაქალაქიდან გიბრძანეს ასე.

შეთანხმება შედგა. რამდენად ისტორიული იქნება ეს შეთანხმება, დრო, ყველას ერთად მონდომება და პასუხისმგებლობა გვაჩვენებს"- აცხადებს ანა რეხვიაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42