9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 23:20, 08 Mar, 2020     1858

ვერძი


არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. სამსახურებრივ საქმეებში, მნიშვნელოვან შეხვედრებზე და დოკუმენტების გაფორმების დროს მოსალოდნელია შეცდომები და ფინანსური დანაკარგი. პლანეტების განლაგება ინტიმურ ცხოვრებაში წარუმატებლობისს ან ახლობელ ადამიანთან უთანხმოების შესახებ გაფრთხილებთ.


კურო


ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. დღის პირველ ნახევარში თქვენი მხიარულება და ოპტიმიზმი გარშემომყოფებსაც გადაედებათ. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ტრამვები ან უბედური შემთხვევა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და ერიდეთ სპირტიან სასმელებს.


ტყუპები


არახელსაყრელი დღეა ბიზნესის სფეროში დასაქმებული ტყუპებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ეჭვიანობა, თვითგვემა და ილუზორული წარმოდგენები ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს. სასიყვარულო ფრონტზე სასიამოვნო სიახლე გელით. გირჩევთ, მომავალს მეტი ოპტიმიზმით შეხედოთ. ნუ ეცდებით, მოვლენები დააჩქაროთ - უსიამოვნებების ნაწილი თავისთავად გაქრება.


კირჩხიბი


მშვიდი დღეა. ეცადეთ, დღის პირველი ნახევარი ბუნებაში გაატაროთ, მეორე კი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. ეცადეთ, მხოლოდ ღირსეული ადამიანები დაიახლოვოთ, თუმცა შეცდომა ყოველთვის შეიძლება მოხდეს.


ლომი


არახელსაყრელი დღეა. დილიდან უამრავი საქმე, მნიშვნელოვანი შეხვედრები და პრობლემები გელით. გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეცდომები გამოიწვიოს.


ქალწული


სულიერი განწმენდის დღეა. ეცადეთ აპატიოთ, საჩუქრები აჩუქოთ და ყველა თხოვნა შეასრულოთ. ერიდეთ ყველანაირ აგრესიას, ავეჯის გადაადგილებას, სარისკო ოპერაციებს, დოკუმენტებზე ხელის მოწერას და ავტომობილის სწრაფად ტარებას. გირჩევთ, ეს დღე ოჯახის წევრებთან ან ახლო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.


სასწორი


კრიტიკული დღეა. გაითვალისწინეთ, რომ შეცდომებს და საკუთარ სისუსტეებზე აყოლას შეიძლება ფინანსური დანაკარგი მოჰყვეს. ნუ ჩაერევით მოვლენების მიმდინარეობაში - შესაძლოა, პრობლემების ნაწილი თავისთავად გაქრეს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


მორიელი


ამ დღეს ნებისმიერ საქმეს დაუჯერებლად სწრაფად და იოლად გაუმკლავდებით. გახსოვდეთ, წარმატების გზა შრომისმოყვარეობაზე და კეთილსინდისიერებაზე გადის. თხოვნის შესრულებაზე უარს ნურავის ეტყვით. დღის მეორე ნახევარი დასვენებისა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენეთ.


მშვილდოსანი


ნუ ეცდებით საკუთარი მოვალეობების სხვებისთვის გადაბარებას - ეს წარმატებაში ხელს შეგიშლით. გამორიცხული არ არის, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში მოულოდნელად შექმნილი პრობლემა ვერ მოაგვაროთ. პლანეტები გირჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროთ. ასეთ შემთხვევაში უსიამოვნებების ნაწილი შეიძლება თავისთავად მოგვარდეს.


თხის რქა


დილიდან გაუგებრობები და უთანხმოება გელით. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან დაკავშირებული უსიამოვნო სიახლეები ან პრობლემები პროფესიულ საქმიანობაში. გაუთვალისწინებელი ხარჯი ან ფინანსური დანაკარგი გელით.


მერწყული


მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ერიდეთ გადაღლას და გაუმართლებელ რისკს. ინტიმურ ურთიერთობებში თქვენი გადაჭარბებული ემოციურობა და მგრძნობიარობა შეიძლება კამათით და იმედგაცრუებით დასრულდეს. ფრთხილად იყავით გზაზე გადასვლის დროს. ერიდეთ მჭრელ საგნებთან და ელექტრომოწყობილობებთან მუშაობას.


თევზები


არახელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და მოგზაურობისთვის. სახლშიც და სამსახურშიც პრობლემები გელით. გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარშიც მუშაობა მოგიწიოთ, რაც პირად ცხოვრებაში პრობლემებს შეგიქმნით.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42