"იმ კაცებს, ვინც არ გვიპირებთ დახოცვას და იმ ქალებს, ვისაც გიყვართ სიცოცხლე..." - ნათია ფანჯიკიძე საზოგადოებას მიმართავს
სოც.მედია - 15:42, 08 Mar, 2020     1460

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თემასა და ამ მხრივ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს შეეხო. მისი თქმით ქალსა და მამაკაცს აქვთ სიყვარულისა და შეცდომების დაშვების თანაბარი უფლება და უნდა დავაფასოთ ერთმანეთი.

"ყველას და განსაკუთრებით იმ კაცებს, ვისაც ქალები გიყვარვართ, იმიტომ რომ ჯანსაღად გიყვართ დედა, დები, გოგო შვილები და ამიტომ არ მიგაჩნივართ კუდიანებად ან აჯანყებულ მონებად, ვინც უნდა დაისაჯოს, არ გვიპირებთ დახოცვას, გვაძლევთ უფლებას, გამოვხატოთ სიცოცხლის მიმართ თანაბარი ინტერესი და ვიყოთ ადამიანები და არა პლასტმასის თოჯინები და იმ ქალებს, ვისაც გიყვართ სიცოცხლე იმდენად, რომ ჩრდილად ყოფნა არ გყოფნით და გაქვთ სურვილი შეისწავლოთ თქვენი თავიც და ყველაფერი სხვაც დედამიწაზე და მის მიღმაც, რაც ცნობისმოყვარეობას გიჩენთ, თქვენი ერთადერთი სიცოცხლე დააფასოთ ისეთივე ვნებით, თანაბარი ინტერესით და სიხარულით, როგორც ბავშვობაში საერთო თამაშს თამაშობდით ბიჭებთან ერთად, სანამ გეტყოდნენ, რომ სხეულის ფორმა რომ შეგეცვალათ, ამიერიდან დახურულია ბევრი კარი, როგორც არ უნდა გახარებდეთ და გაინტერესებდეთ შეჭყიტვა.

იმ ქალებს, ვისაც გჯერათ, რომ გვაქვს უფლება, საკუთარი სქესი არ მიგვაჩნდეს ნაკლებსრულყოფილად, გვაქვს მუშაობის, სიყვარულის და შეცდომების თანაბარი უფლებაც, აფასებთ ადამიანად ყოფნის თანაბარ პრივილეგიას, გილოცავთ ქალთა დღეს"- წერს ფსიქოლოგი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42