"ვერც ერთი კაცი ვერ გადმოსცემს იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც საქართველოს ქალები ცხოვრობენ" - ლევან ლორთქიფანიძე
სოც.მედია - 11:27, 08 Mar, 2020     1880

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში 8 მარტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით საქართველოში ქალების მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ამის გადმოცემას ვერცერთი მამაკაცი ვერ შეძლებს. როგორც ლორთქიფანიძე ამბობს ყველაზე უარესი ისაა, რომ ქალების გასატეხად ამ ქვეყანაში ისევ ქალებს იყენებენ, მაგალითად კი თამთან თოდაძის ამბავი მოჰყავს, როდესაც ის დეპუტატ ილია ჯიშარიანს ძალადობაში ადანაშაულებდა ბევრმა ქალმა გააკრიტიკა და მატყუარა უწოდა.

"ვერც ერთი კაცი ვერ გადმოსცემს იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც საქართველოს ქალები ცხოვროვენ. მაღალკვალიფიციური ქალები ემიგრაციაში დაბალანაზღაურებადი შრომით ცდილობენ სამშობლოში დარჩენილი ოჯახების გამოკვებას; 90-იანი წლებიდან ნათესავების რჩენის ვალდებულება მეტწილად ქალებს დააწვათ კისერზე; ქალებს სამსახურის დაკარგვის შიშით დაორსულების ეშინიათ; მიზერულია დეკრეტული ანაზღაურება; სახელმწიფო არ ზრუნავს ქალთა ჯანმრთელობაზე; ყველასგან შეუმჩნეველი რჩება ქალთა საშინაო შრომა და მისი ენით აღუწერელი, განსაკუთრებული მნიშვნელობა მთელი საზოგადოებისთვის; ღარიბ და დაუსაქმებელ ხალხში წარმოქმნილი აგრესიისა და ძალადობის მთელი ტალღა სწორედ ქალებს ატყდებათ თავს; "სილამაზის სტანდარტები" ქალთა თავისუფალი დროს უკანასკნელ წუთებსაც კი იმორჩილებს; სექსუალური შევიწროვება ნორმად არის ქცეული, ქალებს ისე ვერ ჩაუცვამთ, როგორც სურთ, რათა ვიღაცა ხეპრემ და დაუკმაყოფილებელმა არ გაიწიოს მათზე.

და მაინც, ისინი სწავლობენ, მუშაობენ, ძლიერდებიან ! ნამდვილი სასწაულია. იმედია, ოდესმე ადამიანური არსებობისთვის სასწაულების აღსრულება აღარ იქნება საჭირო!

ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ ქალების გასატეხად, კიდევ უფრო მეტად დასაჩაგრად კვლავ ქალებს იყენებენ ხოლმე. ხემ ხომ თქვა, ცული რას დამაკლებდა, მასში ჩემი ნაწილი რომ არ იყოს გარეულიო. თამთა თოდაძის შემთხვევა ხომ გახსოვთ ?!

ჰოდა, Tamta აბა, შენ იცი! შენი წარმატება სისტემაზე გამარჯვებას ნიშნავს! 8 მარტს უპირველესად სწორედ შენ მახსენდები და ღმერთს შენს ძლევამოსილებას ვთხოვ!" - წერს ლევან ლორთქიფანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42