"მეოთხე პაციენტის მდგომარეობა ახლაც მძიმეა... დადასტურდა, რომ არის ორმხრივი პნევმონია" - მარინა ეზუგბაია
ჯანმრთელობა - 11:07, 08 Mar, 2020     2752
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით საქართელოში კორონა ვირუსით დაინფიცირებული პირველი სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეოთხე პაციენტი კი ამ დრომდე მძიმედაა, მას აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, თუმცა მდგომარეობა მართვას ექვემდებარება.

„მეოთხე პაციენტი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და მძიმე გამოხატული კლინიკა გვქონდა, მისი მდგომარეობა ახლაც მძიმეა, თუმცა სტაბილურად. რენდგენოლოგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე შეფასებულ იქნა, როგორც ფილტვების ანთება და დაწყებული იქნა შესაბამისი მკურნალობა. დინამიკაში ცხელების გახანგრძლივების გამო კი ჩატარდა კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება. კლინიკური მონაცემებით, მასთან არის ცვლილებები, რომლის მართვაც ამ ეტაპზე შესაძლებელია.
დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა ვლინდება მსუბუქი მიმდინარეობით, ზოგთან ცხელება გვაქვს დაბალი, ზოგთან იშვიათი ხველა, ზოგთან სხვა ნიშანი. ყველასთან რაღაც ერთი ორი ნიშანი შეინიშნება, რომელიც არ ღრმავდება და არ უარესდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42