„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე "ოცნების" რიტორიკა შესუსტდა.
მისი განცხადებით, ოპოზიციის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უცვლელია.
„ჩვენი პოზიცია არ იცვლება; პირველი – მაქსიმალური თანაფარდობა პროპორციულ მხარეს და ეს თანაფარდობა მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ნებასთან და მეორე ეს არის სისხლის სამართლებრივი საქმეების შეწყვეტა პოლიტიკურად დევნილ ადამიანებზე, პოლიტპატიმრების გამოშვებაზე.
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია საქართველოს მოქალაქეების წინაშე და იმ პოლიტპატიმრების მიმართ, ვინც იდევნებიან პოლიტიკური მარლთმსაჯულების მიერ. ასე რომ, ახალი პოზიციის დაფიქსირება არ შემიძლია. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, „ქართული ოცნების“ რიტორიკა შესუსტდა. ისინი ჯერ საუბრობდნენ 100/50-ზე, მერე 40-ზე, მერე ჩამკეტებზე, ახლა კი ლაპარაკობენ, რომ მათთვის არაფერი პრობლემა არ არის. ოპოზიციას პოზიცია არის ერთიანი ნამდვილად დაველოდოთ, რას წარმოადგენენ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია მართლმსაჯულება. ეს დევს ოპოზიციის შეთავაზებაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






