როდესაც ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ეს არ იძლევა პანიკის საფუძველს - ჯანდაცვის მინისტრი
პოლიტიკა - 16:12, 07 Mar, 2020     774

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ როდესაც ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ეს არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა კარგად ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან, შესაძლებელი იქნება ვირუსთან გამკლავება.

"მაქვს ძალიან დიდი თხოვნა მოქალაქეების მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ აქვთ ეჭვი, რომ ჰქონდათ ინფიცირებულ პერსონასთან ურთიერთობა, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, დარეკონ იმ ცხელ ხაზზე, რომელიც მოწოდებული არის და ერთი ცხელი ხაზი არის ჯანდაცვის სამინისტროში, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრში. შეგვატყობინონ, ჩვენი სპეციალისტები მივლენ ადგილზე, შეუვსებენ კითხვარს, ჩვენ გვექნება ინფორმაცია სარისკო ფაქტის შესახებ. გარდა სარისკო ფაქტისა, შეგვეძლება დავგეგმოთ შემდგომი პრევენციული ღონისძიებები და შემდგომი ნაბიჯები მათი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე საავადმყოფო მობილიზებული, ეს არის ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფო, ასევე გვაქვს მობილიზებული საკარანტინე ადგილები, პალატები რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მზად არის გორის სამხედრო ჰოსპიტალი, საჩხერის საავადმყოფო და იმის მიხედვით, თუ სად იქნება პაციენტი აღმოჩენილი, მისი გადაყვანაც მოხდება შესაბამისად. ვინაიდან ახალი კორონა ვირუსი არის გლობალური პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად მთელი მსოფლიო ერთობლივად არის მობილიზებული, რომ დაძლიოს ეს პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ ჩვენთან, ამ შემთხვევაში გავრცელება შემცირდება და მეტად კონტროლირებადი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის მართვა ბევრად რთული იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელ ადამიანებთან და დღესდღეობით მოწმდება ის 70 ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42