ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია ადასტურებ, რომ ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
ქზუგბაიას ინფორმაციით, გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა 44 წლის მამაკაცთან, რომელიც კორონავირუსის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა იყო.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 46 პაციენტი იმყოფება.
„ჩვენ დადასტურებული გვყავდა ცხრა პაციენტი, რომელსაც დაემატა ერთი პაციენტი. ეს არის ერთი კლასტერი, მეოთხეზე პაციენტის კონტაქტია. 10 პაციენტიდან მხოლოდ ერთის მდომარეობაა საშუალოზე მძიმე, მაგრამ მისი მდგომარეობაც სტაბილურია. ცხელება უგრძელდება მაგრამ ჩივილები მინიმალურად აქვს ახლა გამოხატული. გრძელდება მეთვალყურეობა. კლინიკურ ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით, მდგომარეობა სტაბილურია და პროგრესირებას არ განიცდის. შემოსვლის შემდეგ. მე-10 პაციენტი, რომელიც როგორც დადასტურებული შემოვიდა ჩვენს ცენტრში. მეოთხე დადასტურებული შემთხვევასთან ერთ-ერთი კონტაქტია აღნიშნული პირი. გრძელდება ამ ჯგუფთან კონტაქტურების ძებნა. დასტურდება, რომ მეათე პაციენტი ნიკა გამყრელიძეა. დანარჩენი ცხრა პაციენტის მდგომარეობა არის უცვლელი. მათთან არ არის გამოვლენილი კლინიკურად თუნდაც მსუბუქი დაავადება. ტემპერატურა ყველასთან ამ ეტაპზე ნორმაშია, ჩივილები არ აქვთ, მიდის მეთვალყურეობა და დინამიკაში კვლევა. გუშინ ჩაუტარდა ჩვენს ცენტრში მოთავსებულ 21 პაციენტს ტესტირება კორონავირუსთან მიმართებაში და მათთან ყველა იყო ნეგატიური პასუხი. ნაწილმა დატოვა კლინიკა და გადავიდა საკარანტინო სივრცეში. ნაწილი დღეს, დღის განმავლობაში დატოვებს ჩვენს ცენტრს. იმ პირების რაოდენობა, ვისაც უნდა ჩაუტარდეს ტესტირება დღეს დილისთვის არის 17 პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევაა სულ დადასტურებული. აქედან სამი ინფიცირებული დღეს დაემატა.
მასალის გამოყენების პირობები






