NDI-ის კვლევების მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკა - აშშ-ს ელჩi კელი დეგნანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს NDI-სა და IRI-ს აშშ-ში დიდ პატივს სცემენ და წლების განმავლობაში კონგრესის მხარდაჭერა აქვთ.
"მათ საქმიანობას ეყრდნობიან არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში, როგორც ინფორმაციის დაბალანსებულ და ნეიტრალურ წყაროს. გავიმეორებ, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ ეს ინფორმაცია თავიანთი პლატფორმებისა და გზავნილების ფორმირებისთვის. ეს ინფორმაცია აჩვენებს, რა აწუხებს ქართველ ხალხს. ეს არის NDI-ს და IRI-ს საქმიანობის მიზანი. ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ და ამიტომაც სცემენ მათ პატივს", - განაცხადა დეგნანმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები NDI და IRI ძალიან ბევრჯერ გახდა ხელისუფლების კრიტიკის სამიზნე. ისინი ორგანიზაციებს მიკერძოებულობაში და ოპოზიციის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






