''ახლა მიდის მცოცავი უკან დახევა, ჯერ მოლაპრაკებები დაიწყეს შემდეგ 100-50-ზე შემოგვთავზეს, მერე 110-50 -ზე ასე უკან უკან იხევენ, იმის მიხედვით თუ როგორ მოხვდებათ საერთაშორისო პარტნიორებისგან კრიტიკა. როდესაც ამბობდნენ 110- 40 ზე და ახლა 5 ით მეტი 5 ნაკლები, ეს იმას ნიშნავს რომ წუხელ ბიძინა ივანიშვილმა ცუდი სიზმარი ნახა, ვიდრე მანამდე და ახლა ისევ უკან იხევს, არავინ იცის რას იზამს ივანიშვილი, ის ერთი ადამიანი, ესენი კი არიან მხოლოდ პაიკები, ამათი არცერთი სიტყვაა დასაჯერებელი, ამბობენ რომ დაამტკიცებენ, ვნახოთ და ამის მერე ჩვენ გამოვაცხედებთ ჩვენს გადაწყვეტილებას. უცვლელია ჩვენი მოთხოვნები, პოლიტპატიმრების გამოშვება, პოლიტოკოსებზე დევნის შეწყვეტა და არჩვენების მიახლოებული პროპორციული სისტემით ჩატარება, 110-40ზე არ არის მიახლოებული მოდელი პროპორციულთან’’ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ხუთით მეტი მანდატი იქნება თუ ხუთით ნაკლები პროპორციულ ნაწილში, ჩვენთვის ეს არ არის მთავარი და პრინციპული“- პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ დღეს გაკეთებულმა ამ განცხადებამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის გუნდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დათმობაზე მიდის.
მოგვიანებით, დედაქალაქის მერმაც გააკეთა საარჩევნო სისტემაზე განცხადება და თქვა, რომ საარჩევნო სისტემის 120/30-ზე მოდელის მომხრეა.
მასალის გამოყენების პირობები






