ამ თემასთან დაკავშირებით ერთიანი ოპოზიციიდან გამოხმაურება მოჰყვა, მათი თქმით, მისაღებია ის პოლიტიკური დათმობა რაც პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, თუმცა მაშინ იქნება სრულად ადეკვატური, რაც აღნიშნული დათმობა დოკუმენტარულად დამტკიცებული გახდება.
''მე ვერაფერს გეტყვით თალაკვაძისა და ივანიშვილის გარემოცვის ნაცვლად, ჩვენი პოზიცია ათასჯერ გვაქვს ნათქვამი, ყველასთვის ცნობილია, ორივე მხრიდან უნდა მოეგოს გონს. ივანიშვილი, აქედან გამომდინარე, პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვან, კარგია რომ კოშაძე გამოუშვეს, თუნდაც გირაოთი, უნდა დათანხმდნენ არსებითად პროპორციულზე, ჩვენ გვინდა ვითარების განმუხტვა, ეს ის გზაა რაც თვითონ შემოგვთავაზეს და იმის დაჯერებას არავინ აპირებს, რომ მაჟორიტარებს ვეღარ შეამცირებენ, თუ 40-ით ამცირებენ მშვენივრად შეამცირებენ 20-ით და რა თქმა უნდა ის უტიფრობა რომ დააკლონ მსხვილ ქალაქებს, ეს იქნება ერთი ნაბიჯი გამწვავებისკენ''- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ხუთით მეტი მანდატი იქნება თუ ხუთით ნაკლები პროპორციულ ნაწილში, ჩვენთვის ეს არ არის მთავარი და პრინციპული“- პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ დღეს გაკეთებულმა ამ განცხადებამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის გუნდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დათმობაზე მიდის.
მოგვიანებით, დედაქალაქის მერმაც გააკეთა საარჩევნო სისტემაზე განცხადება და თქვა, რომ საარჩევნო სისტემის 120/30-ზე მოდელის მომხრეა.
მასალის გამოყენების პირობები






