დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისიტრი, მაია ცქიტიშვილი, პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. სადაც აღნიშნა რომ 2019 წელი პროექტების რაოდენობით და განხორციელბული ინვესტირებით გამორჩეული იყო.
მისივე თქმით, გასულ წელს 40 000 მდე ადამიანი დასაქმდა 7500 ინფრასტრუქტურულ პროექტზე. სიტყვით გამოსვლისას ვიცე პრემიერმა ასევე შეაჯამა გასული წლის რეაბილიტირებული გზებისა და მიმდინარე საგზაო სამუშაოებების პროცესები.
„სამინისტროს ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა ორი მილიარდ 523 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი რეგიონების განვითარებაზე და ჩვენი მოქალაქეების დასაქმებასა და კეთილდღეობაზე. გასული წლის განმავლობაში დაფინანსებულ 7500 ინფრასტრუქტურულ პროექტზე დასაქმდა 40 000-მდე ადამიანი, მათგან 80%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე. ჩვენს პროექტებში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 2020 წელს გაორმაგდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილმა ასევე შეაჯამა, 2019-2020 წლებში განხორციელებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პროექტების შედეგად 252,200 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.
„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა 310 მილიონი ლარის ღირებულების 1 239 პროექტი, მათ შორის, აშენდა და რეაბილიტირდა 417 სასწრაფო დახმარების ცენტრი და ამბულატორია; სამინისტრომ დაიწყო 59 სკოლის მშენებლობის და 100 სკოლის რეაბილიტაციის პროექტი; გასულ წელს მუნიციპალიტეტებმა 642 სკოლაში განხორციელდა მცირე სარემონტო სამუშაოები; სოფლის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეირჩა და დაფინანსდა 4812 პროექტი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






